ვიდეო: ქართველმა მომღერლებმა საახალწლოდ ერთმანეთს ჰიტები გაუცვალეს

ვიდეო: ქართველმა მომღერლებმა საახალწლოდ ერთმანეთს ჰიტები გაუცვალეს

29 დეკემბრის საახალწლო გადაცემის ანონსი „პრაიმშოუმ“ ახლახან გამოაქვეყნა. გადაცემაში ვიხილავთ ქართველ მომღერლებს, რომლებმაც ერთმანეთს სიმღერები გაუცვალეს და ერთმანეთის ჰიტები შეასრულეს.

კომპოზიციებს ასრულებენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარა გაჩეჩილაძე, მანანა თოდაძე, ქრისტინე იმედაძე, „ფორტე“, „ქუჩის ბიჭები“, თემურ თათარაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე. გადაცემის სპეციალური სტუმარია უკრაინელი შემსრულებელი, თინა კეროლი.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

December 24, 2021 / 12:31 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ფოტო: ვინ შექმნა ნინი ბადურაშვილის ლიმონისფერი კაბა

ნინი ბადურაშვილი ახალ წელს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. მომღერალი მუდამ შესანიშნავ სამოსს არჩევს თავისი სატელევიზიო გამოსვლებისთვის, თუმცა ამჯერად მოლოდინს გადააჭარბა – ღრმად დეკოლტირებული გრძელი ლიმონისფერი კაბა ნინის გარეგნულ მონაცემებს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. მომღერალმა კაბისთვის მადლობა მოდის სახლ „დალოოდს“ გადაუხადა, რომელსაც დიზაინერი მაკა კვიციანი ხელმძღვანელობს.

ფოტო: ვინ როგორ გამოიყურებოდა „პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე – საუკეთესოდ ჩაცმულები

„პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემა ახლახან ჩაწერეს. რასაკვირველია, გადაცემის წამყვანები თუ თავად საახალწლო გამოშვების მონაწილეები შეეცადნენ, მაქსიმალურად გაპრანჭულები ყოფილიყვნენ. ნინო ნადირაძემ არჩევანი წითელ ფერზე გააკეთა, ნინი ბადურაშვილმა – ლურჯზე, ნინო ჩხეიძემ – ყვითელზე…  ქრისტინე იმედაძემ ბრჭყვიალა ტოპს შავი შარვალი შეუახამა, თაკო გაჩეჩილაძემ ღია მბზინავი კომბინეზონი მოირგო, გიორგი გასვიანმა კლასიკური კოსტიუმი, ანრი ჯოხაძემ კი შავ ფერთან მწვანე შეახამა… […]

ვიდეო: ნინი ბადურაშვილის ახალი ინგლისურენოვანი კლიპი, რომელიც თურქულ კომპანიასთან ერთად გადაიღო

ნინი ბადურაშვილმა ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა და მასზე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში გადაღებულ კლიპსაც მალე წარუდგენს საზოგადოებას. ვიდეორგოლი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან Sipan Babur Production & Artist Management გადაიღო. კლიპის ანონსი სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. (ვიდეო)

ანრი ჯოხაძე თაკო გაჩეჩილაძეს: „გთხოვ, არ დაიზარო და ყოველწლიურად სამყაროს აჩუქო ასეთი შვილები“

ანრი ჯოხაძე მეგობრისა და კოლეგის, თაკო გაჩეჩილაძის ვაჟთან, ელიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ეს ოქროს ქოჩრიანი ბიჭი, არის თაკო გაჩეჩილაძის შვილი, ელია❤ დედა თამარ!!! გთხოვ, არ დაიზარო და ყოველწლიურად სამყაროს აჩუქო ასეთი შვილები❤ ალოოო“.

ფოტო: ნინი ბადურაშვილმა ტუჩსაცხების სერია გამოუშვა

ახალი პომადები ნინი ბადურაშვილისგან – მომღერალმა გადაწყვიტა, ბედი ბიუთი სამყაროში სცადოს. მისი ბრენდის ეგიდით ტუჩსაცხების ხუთი ვერსია გამოვიდა, სხვადასხვა ფერის. ნინი კოსმეტიკურ საშალებას რეკლამას თავად უკეთებს. აღსანიშნავია,, რომ ნინიმდე საკუთარი კოსმეტიკური ხაზი ნუკი კოშკელიშვილმა გააკეთა. მან თავდაპირველად წითელი ტუჩსაცხი გამოუშვა, ახლა კი უკვე სხვადასხვა ტიპის ბიუთი პროდუქციის შექმნასაც შეუდგა.

რეკლამა