ტერაქტი

პოლიციამ სტრასბურგში ტერაქტი აღკვეთა. სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ეჭვმიტანილია დაკავებული. დაკავებულები საფრანგეთის, მაროკოსა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისინი თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანი დაკავებული.

ქაბულში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი შიიტურ მეჩეთ ბაქირ ოლუმში მოხდა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

ანტალიაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო პალატის შენობასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა. დღეს ქალაქის მერის მონაწილეობით ანტალიაში ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა.

ტერაქტი ამერიკაში. ღამის კლუბ Pulse-ში, ორლანდოში, სროლის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა, 53 დაიჭრა. თავდამსხმელი 29 წლის ავღანური წარმომავლობის აშშ-ს მოქალაქე, ომარ მატინია, რომელიც შტურმის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.

მორიგი ტერაქტი იემენში. ბოლო მონაცემებით ქალაქ ადენში მომხდარი აფეთქების დროს 41 ადამიანი დაიღუპა. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა იემენის არმიის ერთ-ერთი გენერლის სახლთან ამოქმედდა. რამდენიმე წუთში მეორე აფეთქება მოხდა სამხედრო ბაზასთან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს შესაძლოა, ტერორისტული აქტები განხორციელდეს. ამის შესახებ გერმანიის სპეცსამსახურები აცხადებენ. უცხოური მედიის ცნობით, საფრთხე ემუქრება საფეხბურთო ნაკრებებს იმ ქვეყნებიდან, რომლებიც სირიასა და ერაყში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციაში არიან ჩართული.

ბაღდადში ერთმანეთის მიყოლებით განხორციელებულ სამ ტერაქტს 94 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 150-ზე მეტი პირი.

3 ადამიანი დაიღუპა და 52 დაშავდა სტამბოლსა და დიარბაქირში მომხდარი აფეთქებების შედეგად. პირველი აფეთქება სტამბოლში, სამხედრო ბაზასთან მოხდა, რომლის დროსაც 7 ადამიანი დაიჭრა.

მიუნხენის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული ისლამისტი შეძახილით „ალაჰ აქბარ“ მგზავრებს დაესხა თავს, შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაიჭრა.უცხოური მედიის ცნობით, ერთი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სამი კი დაჭრილია, მათგან ერთი – მძიმედ.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook