სირია

ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, სირიის 10 მაღალჩინოსანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სასანქციო სიაში ამჟამად 217 ადამიანია შეყვანილი.

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. თურქმა სამხედროებმა უკვე დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.

ქალაქ ალეპოში საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ოჯახის 14 წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და 8 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში უმძიმესი საჰაერო დარტყმები განხორციელდა, საჰაერო დარტყმების გამო 45 ადამიანი დაიღუპა.

სირია-თურქეთის საზღვართან აფეთქება მოხდა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა სირიელი ამბოხებულები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის კრიზისის ნორმალიზების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა რუსული ავიაციის მიერ, ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის საკითხი და ვითარების ნორმალიზაციისთვის ერთობლივი ქმედებები განიხილეს. რამდენიმე დღის წინ, ალეპოს საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი პაციენტი დაიღუპა, 13-კი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სირიის ხელისუფლება 12 სექტემბერს გამოცხადებული სამშვიდობო შეთანხმების შესრულებას წყვეტს. სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA -ს ინფორმაციით, ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შეთანხმება არ გაითვალისწინეს და ზავის არც ერთი ფუნქტი არ შეასრულეს. ცოტახნისწინ, სირიაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონა დაიბომბა. 31 სატვირთო მანქანიდან დაზიანებულია 18.

რუსეთი და აშშ სირიაში სამშვიდობო ზავის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. როგორც მხარეები აღნიშნავენ, სამშვიდობო ზავის ამოქმედების შემდეგ სირიაში ძალადობის დონე საგრძნობლად შემცირდა.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის ქალაქ იდლიბზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილთა შორის 7 მცირეწლოვანია. უცხოური მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჭურვი საავადმყოფოს დაეცა. როგორც ოფიციალური მოსკოვი განმარტავს, სპეცოპერაციების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოა“.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook