სიმღერა

ნინი ქარსელაძისა და ლადო ჯანელიძის დუეტი. სიმღერა, რომლის პრემიერა რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში შედგა

ლადო ჯანელიძე სიმღერა „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების“ პროვოკაციას პასუხობს

19 ნოემბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. საოცარი ატმოსფერო სუფევდა სტადიონზე, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარმა ჰიმნი შეასრულა და ბოლომდე უქომაგა გუნდს. გულშემატკივრობით კმაყოფილი დარჩნენ თავად ფეხბურთელებიც. მატჩის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ერთ-ერთ რესტორანში შეიკრიბნენ გამარჯვების აღსანიშნავად. იქ „მაგდა პროჯექტის“ გამოსვლა მიმდინარეობდა. ჯგუფის სოლისტთან, მაგდა ვასაძესთან ერთად, ფეხბურთელმა გიორგი მერებაშვილმა მერაბ სეფაშვილის სიმღერა „გაიღიმეთ“ […]

ცნობილი ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, პაპუნა შარიქაძე, რომელიც პლანეტის ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში, ბერკლის სამუსიკო სკოლაში სწავლობს, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი საუნდტრეკის თავის ვერსიას გვთავაზობს, რომელიც, დაგვეთანხმებით, შესანიშნავად ჟღერს. პაპუნა წერს: „ჩემი ცოლის დაქალები“ – მადლობა მაგარ სერიებთან ერთად მაგარი საუნდტრეკებისთვის. კონკრეტულად: ნიკა ჩოხელი & ზურა ჯავახია ❤️ ეს სოლოც მთელი გულით დაკრულია […]

„მე ვოცნებობდი“, ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც ნოდიკოს რიგით მესამე ალბომში საპატიო ადგილს დაიკავებს. სევდიანი ტექსტის მიუხედავად მისი რიტმიდან გამომდინარე ეჭვგარეშეა, რომ ის სულ მალე ქართველი მსმენელების საყვარელი ჰიტი გახდება.

სიმღერა „მხოლოდ შენ“ მაიკო კაჭკაჭიშვილის ეკუთვნის, არანჟირების ავტორი აჩი ვანიშვილი გახლავთ. კლიპის რეჟისორი კი თათა მეტივიშვილია. ვიდეო-რგოლის მთავარი თემა სიყვარულია, კლიპში შეხვდებით ეროტიკულ კადრებსაც.

ქართული ვარიანტი „ახლა, რომ არ მოგეფერო“ წლების წინ აჩი ფურცელაძემ და ქეთა თოფურიამ ჩაწერეს. ეს სიმღერა 2000-იან წლებში საკმაოდ პოპულარულ ჰიტად იქცა. სწორედ ამიტომ, აჩიმ თავის ძველი სიმღერის რიმეიქი გააკეთა, სადაც მისი ახალი მუსიკალური პარტნიორი სალომე გოგიაშვილია.

ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა, სოსო საყვარელიძემ რადიოში, ახალი ალბომიდან პირველი სიმღერის, „ჩალისფერი თმები“-ს ჩვენი რადიომსენელებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. მუსიკოსი გვიყვება, რომ სიმღერა 1 წლის წინ შეიქმნა და ის უკვე სხვადასხვა კონცერტებზე იქნა შესრულებული, თუმცა სტუდიური ჩანაწერი ახალია მსმენელისთვის.

საქართველოს ყველაზე რეიტინგულ რადიოში ანსამბლ "ჰერიოს" სიმღერის პრემიერა შედგა. სიმღერის ავტორი ანუკი ცქვიტინიძეა, ტექსტის ავტორი მანანა სიამაშვილი, ხოლო არანჟირება რომა გიორგაძეს ეკუთვნის.

TOP სიახლეები

მარიამ სანოგო: „მეუბნებიან, არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და ჰგონიათ, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო…“

მარიამ სანოგო ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი კანის ფერზე საუბრობს და ამბობს: „ხშირად ჩემთვის უთქვამთ, – არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და თვლიან, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო. ეს ჩემთვის არა, მაგრამ დამამცირებელია მათთვის – რა არ მოსწონთ, იმასაც ვერ იაზრებენ. რასისტია, მაგრამ შენ მოსწონხარ. ზრდასრული ადამიანისგან ამას რომ ისმენ, ეს […]

ფოტო: ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის რომანტიკული მოგზაურობა პორტუგალიაში

ცნობილი ექიმების წყვილი, გუგა კუზანოვი და ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პორტუგალიაში მოგზაურობის ფოტოებს გვიზიარებენ. წყვილმა მიაშურა ქვეყანას, სადაც, როგორც ჩანს, დასვენების დღეებს მშვიდ და რომანტიკულ გარემოში ატარებენ. ნინოსა და გუგას ერთად  გადაღებული ფოტო აქვთ გამოქვეყნებული სინტრადან, რომელიც პორტუგალიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. როგორც აღმოჩნდა, გუგა კუზანოვი ორი დღის წინ იუბილარი გახლდათ და მას ახლობლები […]

ვიდეო: ნოდარ მელაძე: „ფეთიანი მამა ვარ!..“

ნოდარ მელაძე თავის ტყუპ გოგონებთან ერთად „ტვ პირველის“ რუბრიკას „პასუხები“ ესტუმრა და უპასუხა შეკითხვებს, როგორი მამაა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება პატარა გოგონების დაბადების შემდეგ. „ფეთიანი მამა ვარ. მათი გაჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ მთლიანად შეიცვალა. ვცდილობ, მეტი დრო მქონდეს ბავშვებთან გასატარებლად. ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები ჩემი შვილები არიან…“ (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook