რუსეთი

12 ოქტომბერს ბელგიური ბენდი Oscar and the Wolf საქართველოში Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ იმყოფებოდა. „მოდით დამპალ რუსეთს ვაჩვენოთ, თუ როგორ შეგვიძლია გართობა“ – სწორედ ასე მიმართა ბენდის სოლისტმა მაქს კოლომბიმ ღონისძიებაზე მისულ მელომანებს, რამაც ქართველი მსმენელისგან ოვაციები დაიმსახურა. საათნახევრის განმავლობაში მუსიკოსმა მისი, როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. ბელგიური ჯგუფს Oscar &the […]

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის კრიზისის ნორმალიზების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა რუსული ავიაციის მიერ, ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის საკითხი და ვითარების ნორმალიზაციისთვის ერთობლივი ქმედებები განიხილეს. რამდენიმე დღის წინ, ალეპოს საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი პაციენტი დაიღუპა, 13-კი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რუსეთი და აშშ სირიაში სამშვიდობო ზავის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. როგორც მხარეები აღნიშნავენ, სამშვიდობო ზავის ამოქმედების შემდეგ სირიაში ძალადობის დონე საგრძნობლად შემცირდა.

"დიდი შვიდეულის" სამიტზე განხილულ თემებს შორის იყო რუსეთის სანქციები და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის საკითხი. რუსეთის წინააღმდეგ სანქციები იქამდე იმოქმედებს, სანამ ის მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება იაპონიაში, ”დიდი შვიდეულის” სამიტის ლიდერებმა მიიღეს.

მოსკოვში სააგენტო „ახალი ამბების ნაციონალური სამსახურის“ რედაქტორი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, 35 წლის ალექსანდრე რუბცოვს, რომელიც მოკლული საკუთარ ბინაში იპოვეს, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. მოკლული რუბცოვი დედამ აღმოაჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული ჟურნალისტის საქმიანობას არ უკავშირდება. გამოძიებას უკვე ჰყავს ეჭვმიტანილი, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული.

რუსეთში, სტავროპოლის ერთ-ერთ სოფელში თვითმკვლელმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს. რუსული მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები დაიღუპნენ. აფეთქება უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ახლოს მოხდა. ჯერ უცნობია თავდამსხმელთა ზუსტი რაოდენობა. სხვადასხვა ინფორმაციით, ისინი ოთხნი იყვნენ, მათგან სამმა თავი აიფეთქა, მეოთხე კი ლიკვიდირებულია.

რუსეთის ქალაქ ვორკუტაში მდებარე მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. რუსული მედიის ცნობით, მაშველები ამ დროისთვის მაღაროში დარჩენილებთან კავშირის დამყარებას ცდილობენ. სამაშველო ოპერაციას მაღაროში აფეთქების შედეგად გამოწვეული კვამლი და ნანგრევები ართულებს.

რუსეთმა სირიაში, სამხედრო ბაზაზე საკოორდინაციო ცენტრი გახსნა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, მხარეებს სირიის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება. ცენტრი 24-საათიან რეჟიმში იფუნქციონირებს.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook