როიტერი

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს.

საფრანგეთში 17 და 19 წლის გოგონები დააკავეს, რომლებიც ქალაქ ნიცაში ტერაქტს გეგმავდნენ. “როიტერსის” ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ ჯიჰადისტებთან, რომლებისგანაც თინეიჯერი გოგონები კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ. ფრანგული მედიის ცნობით, ტერაქტი სექტემბრის თვეში იგეგმებოდა.

მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი დააკავეს. ყოფილი მაღალჩინოსანი ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის თანხის მითვისებაშია ეჭვმიტანილი.

კოსოვოში პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლსადენი გაზით დაშალა. როგორც სააგენტო "როიტერი" წერს, ასობით მომიტინგე კოსოვოელი ალბანელების ერთ-ერთი ლიდერის - რადიკალური პარტია "თვითგამორკვევის" ხელმძღვანელის გათავისუფლებას ითხოვდა. პროტესტის ნიშნად, დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" დაუშინეს. შეტაკებების დროს 3 დემონსტრანტი და რამდენიმე პოლიციელი დაშავდა.

”როიტერის” ინფორმაცით, რუსეთმა სირიის ერთ-ერთ ავიაბაზაზე შვიდი ტანკი განათავსა. გამოცემის ცნობით, ჯერ უცნობია, თუ რა მიზნებს ემსახურება რუსეთის მიერ სამხედრო ტექნიკის განთავსების ბოლო შემთხვევა სირიაში.

TOP სიახლეები

ალექსანდრა პაიჭაძის გულწრფელი აღიარება: „ლამის ვიტირე, რადგან პოსტ სამშობიარო რთული პერიოდი მაქვს…“

ალექსანდრა პაიჭაძე ძუძუთი კვებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და წერს, რომ დედისა და შვილისთვის ძუძუს ჭმევისას ყველაზე კარგი პოზიცია ჰორიზონტალური მდგომარეობაა, რადგან რძე სადინარებიდან გაცილებით უკეთ მოედინება, თავად კი პრობლემები შეექმნა იმის გამო, რომ ხშირად უწევს ბავშვის გარეთ ჭმევა. აწუხებს ტკივილები და იღებს ანტიბიოტიკებს, რამაც ის პოსტ სამშობიარო დეპრესიის საწყისამდეც მიიყვანა. ალექსანდრა პაიჭაძე: „შემდეგ გადაცემაში რაც […]

კახა კანდელაკი: „შაკირამ კულისებში ვარდისფერი ჯაკუზი მოგვთხოვა, რომელიც დავუდგით…“

„ისთერნ ფრომოუშენსის“ წარმომადგენელი, კახა კანდელაკი „აკუსტიკასთან“ იხსენებს შაკირას კონცერტს, რომელიც წლების წინ რიყეზე მისმა კომპანიამ ჩამოიყვანა და მის ერთ-ერთ მოთხოვნას, რომელიც კულისებში ვარდისფერი ჯაკუზის განთავსებას უკავშირდებოდა. „ელტონ ჯონმა მოთხოვნებში ჩაგვიდო მცენარეები, რომლებიც კულისებში უნდა ყოფილიყო, სურათებიც გამოგზავნეს, სად რა უნდა დაგვედგა, რა ფერის იატაკი უნდა ყოფილიყო. პრინციპში, სარემონტო სამუშაოები გვჭირდებოდა… შაკირას კი რიყეზე კულისებში ვარდისფერი […]

ვიდეო: ნინი ბადურაშვილის ახალი ინგლისურენოვანი კლიპი, რომელიც თურქულ კომპანიასთან ერთად გადაიღო

ნინი ბადურაშვილმა ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა და მასზე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში გადაღებულ კლიპსაც მალე წარუდგენს საზოგადოებას. ვიდეორგოლი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან Sipan Babur Production & Artist Management გადაიღო. კლიპის ანონსი სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. (ვიდეო)

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook