ნინი ბადურაშვილი

ნინი ბადურაშვილი ახალ წელს განსაკუთრებულად გამოიყურებოდა. მომღერალი მუდამ შესანიშნავ სამოსს არჩევს თავისი სატელევიზიო გამოსვლებისთვის, თუმცა ამჯერად მოლოდინს გადააჭარბა – ღრმად დეკოლტირებული გრძელი ლიმონისფერი კაბა ნინის გარეგნულ მონაცემებს კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. მომღერალმა კაბისთვის მადლობა მოდის სახლ „დალოოდს“ გადაუხადა, რომელსაც დიზაინერი მაკა კვიციანი ხელმძღვანელობს.

29 დეკემბრის საახალწლო გადაცემის ანონსი „პრაიმშოუმ“ ახლახან გამოაქვეყნა. გადაცემაში ვიხილავთ ქართველ მომღერლებს, რომლებმაც ერთმანეთს სიმღერები გაუცვალეს და ერთმანეთის ჰიტები შეასრულეს. კომპოზიციებს ასრულებენ ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარა გაჩეჩილაძე, მანანა თოდაძე, ქრისტინე იმედაძე, „ფორტე“, „ქუჩის ბიჭები“, თემურ თათარაშვილი, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ნინო ჩხეიძე. გადაცემის სპეციალური სტუმარია უკრაინელი შემსრულებელი, თინა კეროლი. (ვიდეო)

„პრაიმშოუს“ საახალწლო გადაცემა ახლახან ჩაწერეს. რასაკვირველია, გადაცემის წამყვანები თუ თავად საახალწლო გამოშვების მონაწილეები შეეცადნენ, მაქსიმალურად გაპრანჭულები ყოფილიყვნენ. ნინო ნადირაძემ არჩევანი წითელ ფერზე გააკეთა, ნინი ბადურაშვილმა – ლურჯზე, ნინო ჩხეიძემ – ყვითელზე…  ქრისტინე იმედაძემ ბრჭყვიალა ტოპს შავი შარვალი შეუახამა, თაკო გაჩეჩილაძემ ღია მბზინავი კომბინეზონი მოირგო, გიორგი გასვიანმა კლასიკური კოსტიუმი, ანრი ჯოხაძემ კი შავ ფერთან მწვანე შეახამა… […]

ნინი ბადურაშვილმა ახალი ინგლისურენოვანი სიმღერა ჩაწერა და მასზე თურქეთში, კერძოდ, სტამბოლში გადაღებულ კლიპსაც მალე წარუდგენს საზოგადოებას. ვიდეორგოლი თურქულ საპროდიუსერო კომპანიასთან Sipan Babur Production & Artist Management გადაიღო. კლიპის ანონსი სოციალურ ქსელში ახლახან გავრცელდა. კლიპის პრემიერა 26 ნოემბერს არის დაგეგმილი. (ვიდეო)

ახალი პომადები ნინი ბადურაშვილისგან – მომღერალმა გადაწყვიტა, ბედი ბიუთი სამყაროში სცადოს. მისი ბრენდის ეგიდით ტუჩსაცხების ხუთი ვერსია გამოვიდა, სხვადასხვა ფერის. ნინი კოსმეტიკურ საშალებას რეკლამას თავად უკეთებს. აღსანიშნავია,, რომ ნინიმდე საკუთარი კოსმეტიკური ხაზი ნუკი კოშკელიშვილმა გააკეთა. მან თავდაპირველად წითელი ტუჩსაცხი გამოუშვა, ახლა კი უკვე სხვადასხვა ტიპის ბიუთი პროდუქციის შექმნასაც შეუდგა.

ანრი ჯოხაძე და ნინი ბადურაშვილი სიურპრიზს გვთავაზობენ. ახლახან მათ ჩაწერეს დუეტი ძველ სიმღერაზე „ზაფხულის წვიმაში“, რომელიც მერაბ სეფაშვილის რეპერტუარში შედის. მომღერლებმა და მეგობრებმა დუეტზე უკვე კლიპიც გადაიღეს, რომლის რეჟისორიც თავად ანრია. ახლახან მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეოს ანონსი. (ვიდეო)

ნინი ბადურაშვილმა უკვე დაასრულა ახალ კლიპზე მუშაობა, რომელსაც „პრაიმშოუს“ დასრულებისთანავე, „იმედის“ ეთერში, 28 ივლისს ვიხილავთ. ფერადი საზაფხულო კლიპის გადაღებები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა. ის იუგო მორისის სტუდიამ გადაიღო. ნინი ბადურაშვილი: „სიმღერის სახელწოდებაა „მე შენ მი…“, ანუ მე შენ მიყვარხარ. მელოდია ჩემი დაწერილია, ხოლო ტექსტისთვის გიორგი გილიგაშვილს მივმართე. როცა ტექსტი მაჩვენა, მინდოდა, მას რეპის ნაწილი ჩაეწერა, […]

მომღერალი ნინი ბადურაშვილი არაჩვეულებრივ ფორმაშია. ახლახან მან სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები ატვირთვა, სადაც შავ პიჯაკში, რომელიც შიშველ ტანზე აცვია, შესანიშნავად გამოიყურება. „მზეთუნახავი“, „ყბა ჩამომივარდა“, „თქვენი სილამაზით მოხიბლული ვარ…“, აღნიშნავენ კომენტარებში. (ფოტოები)

ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა, გიორგი ცაავამ, რომელიც კერძო შეკვეთებისა და პროექტების გარდა, ქართული ტელევიზიების არაერთ საერთაშორისო ტელეპროექტზე მუშაობს, მათ შორის „ცეკვავენ ვარსკვლავებზე“, „მასტერშეფსა“ და „ვოისზე“, საზოგადოებას ახალი, საინტერესო ფოტოპროექტი შესთავაზა. „ნამდვილი მე“ – გიორგი ცაავას მიერ მოფიქრებული ფოტოგადაღების ფარგლებში, მან, ქართველი ვარსკვლავების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლის თანხმობის შემდეგ, მათი სრულიად უმაკიაჟო, შავ-თეთრი სურათების გამოქვეყნების ნებართვა მიიღო. „პროექტი […]

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook