ნეკა სებისკვერაძე

ნეკა სებისკვერაძისა და დათო ნოზაძის დუეტი

23 თებერვალს, ქართული სიმღერის საღამო შედგება. ამ ღონისძიებისთვის „შვიდკაცას“ წევრი, დათო ნოზაძე და ნეკა სებისკვერაძე გაერთიანდებიან და ერთობლივ პროგრამას წარმოადგენენ. კონცერტი ექსპერიმენტულ თეატრში შედგება. პროგრამაში წარმოდგენილი იქნება სხავდასხვა თაობის კომპოზიტორების მიერ შექმნილი დუეტები, მსმენელისთვის კარგად ნაცნობ მელოდიებს, მომღერლები პიანისტ ნინო გულიაშვილის სრულიად განსხვავებული აკომპანიმენტით შეასრულებენ.

"ოქროს ტალღის" დღიურები - ნეკა სებისკვერაძე

ახალი ნამუშევრის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას დიდი დრო დაჭირდა. სიმღერის ავტორი ლილიკო ნემსაძეა, ტექსტი თავად ნეკას ეკუთნის და მომღერლისთვის საყვარელ, რომანსულ ჟანრშია გადაწყვეტილი.

მაკა ზამბახიძემ სახლში მიგვიპატიჟა, თუმცა ჩვენი მასპინძელი მხოლოდ მაკა არ ყოფილა. მასთან ერთად მისი ბავშვობის მეგობარი, ნეკა სებისკვერაძე იყო, რომელიც თავის შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად დაგვხვდნენ.

მაკა ზამბახიძემ წყნეთში, კერძო სახლში მიგვიპატიჟა წინასაახალწლო ფოტოსესიისთვის, თუმცა მხოლოდ „ფორტუნა“ არ ყოფილა იმ დღეს მისი სტუმარი. მაკამ ბავშვობის მეგობარი შვილებთან, ნიკუშასა და დათასთან ერთად მიიწვია და მხიარული ინტერვიუც შედგა, რომელსაც მაკას გოგონა, სალომეც ესწრებოდა… ნეკა: საახალწლოდ ჩვენ ხომ სახლებში არ ვართ ხოლმე (იცინის). ზუსტად ვიცოდი, რომ მაკა ასეთ რამეს ჩაატარებდა და ასე მორთავდა, ვიცი, […]

ნეკა სებისკვერაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა ჩაწერა, ბრაზილიური იავნანა. ამ სიმღერაზე შემსრულებელმა კლიპიც გადაიღო და ახლახან „იუთუბზე“ განათავსა. ნეკა წერს: „ესეც დაპირებული ბრაზილიური იავნანა♥ ჩემი პატარა საჩუქარი ბავშვებს, რომლებიც ჩემ თვალწინ იზრდებიან, ჩემი შეუდარებელი მეგობრების საოცარი შვილების სახსოვარი, რომელიც წლების შემდეგ კარგ განწყობაზე დააყენებთ <3 მადლობა ჩემს გვანცა მეფარიშვილს სამახსოვრო ვიდეოსათვის♥ #ბავშვები #იავნანა […]

TOP სიახლეები

გიორგი მახარაძემ თავისი გოგონა მონათლა

მსახიობებს გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს გარკვეული პერიოდის წინ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. ახლახან პატარა გოგონა მოინათლა. ბედნიერმა მამიკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნათლობაა ასახული. გიორგის პირველი ქორწინებიდან მარიამ როინიშვილთან ასევე გოგონა, ელენე ჰყავს. ელენე კარგად მღერის და ცეკვავს, ასევე აქვს კარგი სამსახიობო მონაცემებიც. (ფოტოები)

Diana King „ბლექ სი არენას“ სოციალურ სივრცეში 21 აგვისტოს იმღერებს

შეკვეთილში მდებარე სოციალურ სივრცეში ცნობილი შემსრულებელი, დაიანა კინგი 21 აგვისტოს იმღერებს. მისი კონცერტი ახლახან დაანონსდა. დაიანა კინგი იამაიკური წარმოშობის ამერიკელი მომღერალი გახლავთ, რომლის ყველაზე ცნობილი ჰიტი გახლავთ Shy Guy და ასევე რიმეიკი პოპულარული სიმღერისა I Say a Little Prayer. მომღერალი რამდენიმე ჯილდოს ფლობს ამ ნამუშევრებისთვის. ღონისძიებაზე ასევე დაუკრავენ Henry Saiz & Band და Endorphins.

90-იანების ფართი ბათუმში დღეს გაიმართება

დღეს, 23 ივლისს, ბათუმში, კლუბში „სექტორი 26“, ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მიზეზი 90-იანების ღონისძიებაა, რომელიც ამ წლებში პოპულარული სიმღერების შესრულებას მოიცავს, მოგვიანებით კი სცენას დიჯეები გიგა პაპასკირი და მოგვიანებით, სტეფან ბინიაკი დაიკავებენ. კონცერტში მონაწილეობენ: ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ნინო ძოწენიძე, თემურ თათარაშვილი, ბუკა მანაგაძე, ვერიკო ტურაშვილი, ნინი ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, თამუნა ამონაშვილი, თამთა ჭელიძე, მარიკა […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook