ნარგის საქართველო

მე-11 ნომრის ყდას ცნობილი და ძალიან წარმატებული მსახიობი, ია სუხიტაშვილი ამშვენებს. მკითხველს კი მისი საინტერესო ისტორიის წაკითხვის შესაძლებლობა აქვს.

პროექტმა "ფორტუნა აკადემია" ახალი სეზონი საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის - ივენთ მენეჯმენტის ტრენინგ კურსით დაიწყო. ლექციებს ღონისძიებათა მართვისა და დაგეგმვის კომპანია "ჯორჯიან ივენტსის" აღმასრულებელი დირექტორი, თბილისის მოდის კვირეულისა და ჟურნალ ”ნარგის საქართველოს” დამფუძნებელი, მარიამ ყუბუსიძე წარუძღვება.

კავკასიური გლამური, მსოფლიო მოდა, ცნობილი ადმიანების საინტერესო ისტორიები ყველაფერი ეს ერთ გლამურულ ჟურნალში „ნარგისშია“ თავმოყრილი, რომლმაც ქართულ ბაზარზე ფეხი რამდენიმე წლის წინ შემოაბიჯა. ჟურნალი აზერბაიჯანის პირველი ლედის მეჰრიბან ალიევას დის, ნარგის ფაშაევას სახელს ატარებს. ჟურნალმა ბევრი ქართველი მკითხველის გული უკვე დაიპყრო

რამდენიმე წელია საქართველოში ერთ-ერთი პოპულარული და მოდური ჟურნალი "ნარგისი" გამოჩნდა. გამოცემას საფუძველი 2012 წლის 13 დეკემბერს ჩაეყარა. მისი დამფუძნებელი კი აზერბაიჯანის პირველი ლედის, მეჰრიბან ალიევას დისშვილი, ულვია რახმანოვაა. “ნარგისი” სცდება მხოლოდ “ქალთა ჟურნალის” ფორმატს და ითავსებს კულტურას, როგორც ისტორიას, ხელოვნებასა და რა თქმა უნდა, მოდას. ქართველი მკითხველი ჟურნალის მეშვეობით, არაერთ ადგილობრივ და საერთოშირისო მოვლენას ეცნობა. ჟურნალის მესვეურები მუდმივად ცდილობენ, ერთგულ მკითხველს საინტერესო რესპონდენტები შესთავაზონ. ამჯერად კი გამოცემის ფურცლებზე მომღერალ სალიოს ვიხილავთ.

რამდენიმე წლის წინ ქართული პრესის ჯიხურებში, კიდევ ერთი პრიალა ჟურნალი "ნარგისი“ გამოჩნდა და მკითხველის გულის დაპყრობაც იოლად მოახერხა. აზერბაიჯანული ჟურნალი მოდის ტენდენციებს და კულტურულ სიახლეებს აღწერს. ამჯერად მისმა მესვეურებმა მე-8 საგაზაფხულო ნომრის პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს. ლოკაციად კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე შეარჩიეს. პრეზენტაციის დროს ჟურნალსა და მოსწავლე ხალგაზრდობის სასახლეს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის დაგეგმავს ისახავს მიზნად.

TOP სიახლეები

ნიკოლოზ წულუკიძის ქალიშვილი 7 წლის გახდა

ტელეწამყვანმა, თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ, მეუღლესთან, თეკლა კოსტავასთან ერთად უფროსი ქალიშვილის იუბილე აღნიშნა. წყვილის გოგონას, სესილიას შვიდი წელი შეუსრულდა. ბედნიერმა ოჯახმა დაბადების დღე ღია ცის ქვეშ ფერადი ბუშტებით გაფორმებულ სივრცეში აღნიშნა. სესილიას ლამაზი ტორტი ჩააქრობინეს. ნიკოლოზსა და თეკლას მცირე ხნის წინ მეორე შვილიც შეეძინათ, ვაჟი. (ფოტოები)

ვიდეო: სტეფანე: „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“, ახალი ვერსია

სტეფანე მღებრიშვილმა საკუთარი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სიურპრიზი გაუკეთა და „ლენო რეკორდსში“ ჩაწერილი ახალი კომპოზიცია გაუზიარა, მასზე გადაღებული კლიპით, რომელზეც მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა და ოპერატორმა ბუდამ იმუშავეს. სიმღერა მარინა ლეკიშვილს ეკუთვნის და ის ძველია, „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“ ასეთი ჯაზური ვერსიით არასდროს მოგისმენიათ, ახალი არანჟირების ავტორი პიანისტი ლუკა თოფურიაა. მის მიერ ახლებურად წარმოდგენილი კომპოზიციის არანჟირებაში […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ…“

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ „თბილისელებს“ იმის შესახებ ესაუბრება, რა გეგმები აქვს დასახული მას შემდეგ, რაც 60 წელი შეუსრულდება. „არ ვიცი, ჩემი სიბერე როდის მოვა, ან რამდენად მნიშვნელოვანია ის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ალბათ, 55-60 წლიდან აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად წყალტუბოში. ეს იქნება ჩემი სიბერის საქმე. იქ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გავაკეთებ ცენტრს, რომელშიც იმკურნალებენ და მეც მათთან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook