ისლამურ სახელმწიფო

მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ჯიჰადისტი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, ოპერაციის განმავლობაში მოკლულია დაჯგუფების 900 მებრძოლი. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.

ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.

სირია-თურქეთის საზღვართან აფეთქება მოხდა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა სირიელი ამბოხებულები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

გერმანია სირიაში საერთაშორისო კოალიციის ოპერაციაში ჩაერთო. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, ბუნდესვერმა სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საჰაერო ოპერაციაში პირველად მიიღო მონაწილეობა.

ისლამურ სახელმწიფოსა და თალიბანს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციის ცნობით, დაჯგუფებამ ზაბულის პროვინციაში 7 ადამიანი მოკლა, მათ შორის 3 ქალია.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook