გახსნა

საქართველოში სამოცზე მეტი საერთაშორისო სტუმარი იმყოფება. მათ შორის, იტალიური ვოგის რედაქტორი, სარა სოზანი მაინო და პიტი უომოს წარმომადგენელი, ლაპო ჩანკი. გეტყვით, რომ წელს ივნისში პიტი უომოს გამოფენა-გაყიდვას მასპინძელი ქვეყნის სტატუსით, სწორედ საქართველო და მერსედეს ბენც მოდის კვირეულის დიზაინერები უმასპინძლებენ.

თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალიც ლეგენდარულმა ჯგუფმა, the bad plus-სმა გახსნა. კონცერტი ივენთ ჰოლში გაიმართა. დაწყებამდე კი ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი, სანდრო ბიბიჩ ტრიო წარსდგა.

დორსი ჯაზ-ლაუნჯ რესტორანია, რომელსაც უპირობოდ აქვს შესაძლებლობა ქართულ ბაზარზე ამბიციურ ჭრილში შემოვიდეს, რადგან ობიექტი მრავალფეროვან კერძებთან ერთად სტუმრებს გამორჩეულ მუსიკას სთავაზობს.

ღონისძიება თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში ჩატარდა, სადაც გაცოცხლდა კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, ასევე პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილეთ „ქეთოს სამოსი“, ყარაჩოღელებისა და სხვა ამონარიდები კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

გლდანში მდებარე სითი მოლის სავაჭრო ცენტრი არის სივრცე, სადაც თქვენი შოპინგისთვის მრავალფეროვანი და კომფორტული გარემოა შექმნილი. ესტუმრეთ სითი მოლს წინასაახალწლოდ და დამერწმუნეთ, რომ თქვენი შოპინგი კიდევ უფრო მხიარული და ბედნიერი იქნება.

ბრენდების სამოთხე სამკაულების ბუტიკში "ponte vecchio" და დაბალი ფასები განსხვავებით სხვა ევროპული ქვეყნებისგან

ჩვენს ცხოვრებაში, ცხადია, განსაკუთრებული ადგილი ჯანმრთელობას უჭირავს. რაღათქმაუნდა, ვცდილობთ საუკეთესო მედიკამენტები, კოსმეტიკა თუ სხვადასხვა სახის მაღალხარისხიანი პროდუქცია შევარჩიოთ ჩვენთვის და ჩვენი ოჯახის წევრებისთვის. ავერსის სააფთიაქო ქსელს კიდევ ერთი მოდერნიზებული აფთიაქი ვაჟა-ფშაველას გამზირზე, 39 ნომერში შეემატა. კომპანია 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დღეს სააფთიაქო ქსელი ავერსი 229 ფილიალს აერთიანებს, რომელთაგან 104 – თბილისში, ხოლო 125 რეგიონში მდებარეობს.

1000 სტუმარზე გათვლილი მუსიკალური დარბაზი, 60-ნომრიანი სასტუმრო, ღია ამფითეატრი, ბიბლიოთეკა - ეს იმ კომპლექსის არასრული ჩამონათვალია, რომლის ხილვაც წინანდალში შეგვიძლია. ვინ დაამშვენებდა ამ ადგილს, თუ არა ყველასათვის კარგად ცნობილი ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი. ის 14 სექტემბერს ისრაელის ფილარმონიული ორკესტრისა და მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით წინანდალის 1000 ადგილიან ღია დარბაზს კონცერტით გახსნის.

TOP სიახლეები

ნატალია ქუთათელაძე დედა გახდა – მას ბიჭი შეეძინა

მომღერალი და ტელეწამყვანი, ნატალია ქუთათელაძე დღეს დედა გახდა. მომღერალს შვილი ახლახან შეეძინა. მას ვაჟი ჰყავს. ცნობილია ახალშობილის სახელიც – მას მშობლებმა სანდრო დაარქვეს. ნატალია ქუთათელაძის მეუღლე, აჩიკო ჯაფარიძე გახლავთ. ფეხმძიმე ნატალიამ მშობიარობამდე გარკვეული პერიოდით ადრე „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა და აღნიშნა, რომ ამით საკუთარი და თავისი პატარას სიცოცხლე დაიცვა. „ფორტუნას“ ჰოლდინგი უერთდება ოჯახის სიხარულს და ულოცავს […]

ვიდეო: თათია კობალაძის გამოსვლა ყაზახურ „ვოისში“ და მოხიბლული ჟიური

თათია კობალაძე ყაზახური „ვოისის“ მონაწილე გახდა. ქართველმა გოგონამ თავისი გამოსვლა ჯერ „სულიკოს“ შესრულებით დაიწყო, რითაც ჟიურის წევრები მიხვდნენ, რომ ის საქართველოდან იყო, შემდეგ კი მოულოდნელად სხვა კომპოზიციის შესრულებაზე გადაინაცვლა და Hallelujah შესთავაზა მსმენელს. მან ჟიურის სამი წევრი მოუტრიალდა და კონკურსის შემდეგ ეტაპზეც გადაინაცვლა. (ვიდეო)

„გულის წასვლა ქალი ხარ“ – თიკა ფაცაცია ახალი იმიჯით სოცქსელებს იპყრობს

მალე „რუსთავი 2“-ზე „ნიჭიერი“ დაიწყება. საქართველოში პოპულარული მეგაშოუ თავის მეათე სეზონს იწყებს. მომღერალი თიკა ფაცაცია ამჯერად ჟიურის ხუთკაციან შემადგენლობაში იქნება. თიკამ ახალი სატელევიზიო სეზონისთვის იმიჯი შეიცვალა და მოკლე თმით მოგვევლინა, თმის ფერიც შეიცვალა. ტელეწამყვანი და მომღერალი ყველა ასაკში და ყველანაირ იმიჯში განსაკუთრებულად მომხიბვლელია და ხიბლის ახალი პორცია არც ამჯერად მოგვაკლო. თიკა ფაცაციამ თბილისის დიდი საკონცერტო […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook