ერაყი

ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან სამარხი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ცნობით, დასახლება ჰამამ ალ-ალილში 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს.

მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ჯიჰადისტი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, ოპერაციის განმავლობაში მოკლულია დაჯგუფების 900 მებრძოლი. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა პოლიციის შენობა და ელექტროსადგური აიღეს. დაჯგუფების თითოეულ თავდამსხმელს ,,შაჰიდის ქამარი” ეკეთა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.

ერაყის ქალაქ ბააქუბაში ტერაქტს 10 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 54 პირი. დანაღმული ავტომობილი, ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანთან აფეთქდა.

14 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა ერაყში განხორციელებული ტერაქტის შედეგად. უცხოური მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დანაღმული ავტომობილი შიიტი მომლოცველებით სავსე რაიონში აფეთქდა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ერაყის ტერიტორიაზე განხორციელებულ აფეთქებებს 24 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რაოდენობა 60-ს აჭარბებს. აფეთქებების სამიზნე უმეტესად ერაყის ჯარის ქვედანაყოფები და გასამხედროებული დაჯგუფებები იყო.

სირიასა და ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად 800-ზე მეტი გერმანელი ისლამისტი ჩავიდა. უმრავლესობა "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაახლეობით 130 გერმანელი ისლამისტი დაიღუპა საბრძოლო მოქმედებებში. გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური უწყების ინფორმაციით, ისლამისტების დაახლოებით 60% გერმანიის მოქალაქეა.

ერაყში ტყვეობაში მყოფი შეერთებული შტატების 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის ხელისუფლება ავრცელებს. გათავისუფლებული მძევლები, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება, ამ დროისთვის ამერიკის საელჩოში არიან გადაყვანილი. უცხოური მედიის ცნობით, ამერიკელები შიიტურმა მეამბოხე ძალებმა 15 იანვარს გაიტაცეს.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook