აშშ

აშშ ჩრდილოეთ კორეას ახალ სანქციებს უწესებს. "ბიბისის" ცნობით, შესაბამის დოკუმენტს პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ხელი მოაწერა.

ერაყში ტყვეობაში მყოფი შეერთებული შტატების 3 მოქალაქე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის ხელისუფლება ავრცელებს. გათავისუფლებული მძევლები, რომელთა ვინაობა არ საჯაროვდება, ამ დროისთვის ამერიკის საელჩოში არიან გადაყვანილი. უცხოური მედიის ცნობით, ამერიკელები შიიტურმა მეამბოხე ძალებმა 15 იანვარს გაიტაცეს.

"ისლამური სახელმწიფო" შესაძლოა აშშ-ში თავდასხმებს გეგმავდეს, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯონ ბრენანმა "სიბიესთან" ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ტერორისტების მიზანს დასავლეთსა და მუსლიმანურ სამყაროს შორის კონფლიქტის პროვოცირება წარმოადგენს.

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს ქიმიური იარაღის წარმოების შესაძლებლობა აქვთ და ტერორისტებმა ეს იარაღი სირიასა და ერაყში უკვე გამოიყენეს,

ნიუ იორკში, ბრონქსში უცნობმა პირებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი პოლიციელის მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ტენესის შტატში ავარიულად დაეშვა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა გახდა.

სირიის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყვეტილია. მხარეები ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სასაზღვრო პოლიციას 10 მილიონ დოლარს გამოუყოფს. პროგრამის მიზანი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მოდერნიზება და დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

აშშ-ს 2017 წელს ტერორისტულ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაზე 7 მილიარდი აშშ დოლარის დახარჯვა სურს. "როიტერის" ინფორმაციით, ამერიკის მთავრობა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლისთვის განკუთვნილ ხარჯებს 35%-ით გაზრდის. აშშ-ის ადმინისტრაცია შესაბამისი წინადადებით კონგრესს 9 თებერვალს მიმართავს და 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტს წარადგენს.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook