აშშ

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება.მილიარდერმა ბიზნესმენმა საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა. მას უკვე 1238 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც ერთით მეტია იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც საბოლოო კანდიდატი უნდა წარადგინონ, კლივლენდში ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს კი ამერიკელები 8 ნოემბერს აირჩევენ.

ოკლაჰომას შტატს ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიამ ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა და ხეები მოგლიჯა. მეტეოროლოგების განცხადებით, სტიქია მომდევნო დღეებში არკანზასის, ოჰაიოს, ტენესისა და ჩრდილოეთ ტეხასის შტატებისკენ გადაინაცვლებს.

ვაშინგტონში სატვირთო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელს ქიმიური ნივთიერება გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი რეზერვუარი დაზიანდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამ გამოიწვია მატარებლის ლიანდაგიდან გადასვლა. მომხადრზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციას ცეცხლის რეჟიმის მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ.

შეერთებული შტატები სირიაში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. უცხოური მედიის ცნობით, კონტინგენტის რაოდენობა 250 სამხედროთი გაიზრდება. დღეისათვის სირიაში ამერიკული სპეცრაზმის 50-მდე მებრძოლი იმყოფება. პრეზიდენტის მრჩევლები მიიჩნევენ, რომ კონტინგენტის ზრდა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლის შესაძლებლობას გაზრდის. თუმცა, ბარაკ ობამა ქვეყანაში სახმელეთო ოპერაციების დაწყებას გამორიცხავს.

აშშ-ს სახელმწიფო ადმინისტრაცია ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ოფიციალური ვაშინგტონი სპეციალური ოპერაციის ძალების გაზრდას აპირებს. ასევე, ერაყში იგეგმება დამატებით სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნა.

ვაშინგტონში სამართალდამცველებმა 400-მდე ადამიანი კორუფციის წინააღმდეგ გამართული აქციის დროს დააპატიმრეს. მოძრაობა “დემოკრატიული გაზაფხულის” ინიციატივით, კაპიტოლიუმის შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის მოანწილეები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გამართვას მოითხოვდნენ. უცხოური მედიის ცნობით, აქცია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა სამართალდამცველებმა მონაწილეთა დაპატიმრება დაიწყეს. აქციის ორგანიზატორები, მონაწილეთა დაკავების მიუხედავად, საპროტესტო გამოსვლებს მთელი კვირის განმავლობაში გეგმავენ.

ლუიზიანისა და მისისიპის შტატებში ტორნადოს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ზე მეტმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.

აშშ-ში, ჰავაის სანაპიროზე პერლ-ჰარბორის მემორიალთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. როგორც ამერიკული მედია წერს. ბორტზე სულ ხუთი ადამიანი იმყოფებოდა. მათგან ერთ-ერთი მგზავრის მდგომარეობა კრიტიკულია. მათი გადარჩენა სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა შეძლეს. ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინციდენტი ტურისტულ ზონაში მოხდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.

TOP სიახლეები

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook