ანუკი არეშიძე

კახი კალაძისა და ანუკი არეშიძის მეოთხე ვაჟი, ნიკოლასი, ახალი საბავშვო ბრენდის სახეა. ხაზი ბავშვებისთვის, რასაკვირველია, ანუკიმ დააარსა. „ნიკოლას – ახალი ქართული საბავშვო ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდი. ხელმისაწვდომი იქნება 1-ელ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს! პირველ ეტაპზე, პროდუქცია გაიყიდება მხოლოდ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, ფიზიკური მაღაზია მოგვიანებით გაიხსნება“, აღნიშნულია ბრენდის განცხადებაში, რომელიც ახლახან გავრცელდა სოციალური ქსელის საშუალებით.

26 მაისის გალკონცერტზე კახი კალაძის მეუღლემ, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ ულამაზესი შავი კაბა მოირგო, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მისი უკანასკნელი კოლექციიდან არის. „დეტალი ჩემი კოლექციიდან“, აღნიშნავს ანუკი და აქვეყნებს კაბის ერთ ნაწილს, რომელიც ულამაზესი შავი ბადისებრი ნაჭრით არის გაწყობილი. კაბამ დიდი მოწონება დაიმსახურა ანუკის გამომწერებს შორის „ინსტაგრამზე“. შემფასებლები წერენ, რომ მისი ნამუშევარი ძალიან ლამაზია, რასაც ძნელია, არ […]

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი, კახი კალაძე თავიანთ მომხიბვლელ მეუღლეებთან ერთად დაესწრნენ. ნუნუკა თამაზაშვილმა ამ დღისთვის გრძელი თმაზე ნაწნავს მიანიჭა უპირატესობა და ულამაზესი შავ-თეთრი კაბა მოირგო, ხოლო დიზაინერმა ანუკი არეშიძემ მთლიანად შავ ფერზე გააკეთა აქცენტი. ზევით აწეულ თმას კი თმის ლამაზი აქსესუარი მოუხდინა, ასევე შავი ფერის. […]

თბილისის მერის და ცნობილი ფეხბურთელის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე, დედის დღესთან დაკავშირებით, „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს 9 ფოტოს, რომელიც მის იდეალურ ოჯახუს ცხოვრებას ასახავს. „გილოცავთ დედის დღეს. ჩემს ოთხ მაიმუნთან ერთად“, აღნიშნავს ანუკი. შეგახსენებთ, რომ კახისა და ანუკის ოთხი ვაჟი ჰყავთ. ცოლ-ქმარი ხშრად აქვეყნებს ფოტოებს, რომლებიც შვილებთან ერთად აქვთ გადაღებული. (ფოტოები)

მერსედეს ბენცის მოდის კვირეული თბილისში 6 მაისს გაიხსნა. „ტვ პირველის“ საშუალებით, 12-ვე კოლექციის ნახვის შესაძლებლობა ყოველდღე, 9 მაისამდე, ღამის 12 საათიდან მოგვეცემა. მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ორგანიზატორი გახლავთ სოფო ჭყონია და ეს ღონისძიება თბილისში უკვე მეთორმეტედ ტარდება. პირველი, ვინც ახალი კოლექცია წარმოადგინა, ანუკი არეშიძის ბრენდი – Anouki გახლდათ. დომინანტი თეთრი ფერი, დიდსაყელოებიანი კაბები, ტყავისა და […]

ანუკი არეშიძე ცნობილი ბრენდის H&M-ის რეკლამაში გადაიღეს. მან ახალი კოლექციიდან ორეული მოირგო და ვიდეოში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა, აღნიშნავს: „ძალიან მომწონს განიერმხრებიანი პიჯაკები და პალტოები, ე.წ. ოვერსაიზი. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაცვია, თავდაჯერებას მმატებს…“ (ვიდეო)  

ანუკი არეშიძის ამა თუ იმ კოლექციიდან, ბოლო წლებში, საკმაოდ ბევრი მსოფლიო ვარსკვლავი შემოსილა. მათ რიგებს ახლახან შეემატა მოდელი, მომღერალ ჯასტინ ბიბერის მეუღლე, ჰეილი ბიბერი. ახლახან ამერიკელმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო შავი ვეგანური ტყავის პიჯაკი და შარვალი, ანუკის 2021 წლის საშემოდგომო კოლექციიდან. ფოტო ლოს ანჯელესში 26 მარტს არის გადაღებული. (ფოტოები)

ანუკი არეშიძემ ახლახან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც „ბალენსიაგას“ პალტო აცვია. პალტო მამაკაცის კოლექციიდან არის. როგორც დიზაინერი ხუმრობით აღნიშნავს: „მამაკაცის ეს პალტო აშკარად პატარაა ჩემთვის…“ ანუკის უწერენ, რომ ის ძალიან ლამაზად გამოიყურება. (ფოტოები)

„გაზაფხულზე დიდი სიახლეებია“, ჯერჯერობით ამ ერთი წინადადებით შემოიფარგლა დიზაინერი ანუკი არეშიძე, მაგრამ უკვე გვამცნო, რომ მალე მას ახალი, საბავშვო ხაზი ექნება, რომელსაც მეოთხე ვაჟის, ნიკოლასის სახელი უწოდა. Nicolaskidswear – 2021 წლის გაზაფხულზე ამოქმედდება და სავარაუდოდ, დიზაინერის კიდევ ერთ საინტერესო წამოწყებად იქცევა, ამჯერად ბავშვებისთვის. ანუკი არეშიძის ამ ახალი მიმართულებისთვის უკვე შექმნილია როგორც საიტი nicolaskidswear.com, ასევე „ფეისბუქისა“ […]

TOP სიახლეები

ნიკოლოზ წულუკიძის ქალიშვილი 7 წლის გახდა

ტელეწამყვანმა, თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ, მეუღლესთან, თეკლა კოსტავასთან ერთად უფროსი ქალიშვილის იუბილე აღნიშნა. წყვილის გოგონას, სესილიას შვიდი წელი შეუსრულდა. ბედნიერმა ოჯახმა დაბადების დღე ღია ცის ქვეშ ფერადი ბუშტებით გაფორმებულ სივრცეში აღნიშნა. სესილიას ლამაზი ტორტი ჩააქრობინეს. ნიკოლოზსა და თეკლას მცირე ხნის წინ მეორე შვილიც შეეძინათ, ვაჟი. (ფოტოები)

ვიდეო: სტეფანე: „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“, ახალი ვერსია

სტეფანე მღებრიშვილმა საკუთარი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სიურპრიზი გაუკეთა და „ლენო რეკორდსში“ ჩაწერილი ახალი კომპოზიცია გაუზიარა, მასზე გადაღებული კლიპით, რომელზეც მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა და ოპერატორმა ბუდამ იმუშავეს. სიმღერა მარინა ლეკიშვილს ეკუთვნის და ის ძველია, „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“ ასეთი ჯაზური ვერსიით არასდროს მოგისმენიათ, ახალი არანჟირების ავტორი პიანისტი ლუკა თოფურიაა. მის მიერ ახლებურად წარმოდგენილი კომპოზიციის არანჟირებაში […]

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ქეთი დოლიძე თბილისში ვეღარ დამინახავს, როგორც ჩამოთრეული, უკან წავეთრევი და ამოვასუნთქებ…“

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალ „თბილისელებს“ იმის შესახებ ესაუბრება, რა გეგმები აქვს დასახული მას შემდეგ, რაც 60 წელი შეუსრულდება. „არ ვიცი, ჩემი სიბერე როდის მოვა, ან რამდენად მნიშვნელოვანია ის ამ ნაბიჯის გადასადგმელად, მაგრამ ალბათ, 55-60 წლიდან აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად წყალტუბოში. ეს იქნება ჩემი სიბერის საქმე. იქ მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის გავაკეთებ ცენტრს, რომელშიც იმკურნალებენ და მეც მათთან […]

რეკლამა

[sam id=2 codes="true"]

Facebook