5.8 C
Tbilisi
Thursday, November 10, 2022

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ხალხი ერთმანეთს უხსნის, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია არაა არჩევანი”

გუშინდელ გადაცემაში ნანუკა ჟორჟოლიანის ერთ-ერთი სტუმარი ტრანსგენდერი ქალი გახლდათ. როგორც ჩანს, ტელეწამყვანი ნეგატიური კომენტარების ნაკადს ელოდა სოციალურ ქსელში, თუმცა ეს არ მოხდა და გაკვირვება “ფეისბუქ”-პოსტით გამოხატა:

“დღეს დილით ცოტა გვიან გავიღვიძე და შფოთვით შევქანდი გადაცემის ფეისბუქზე. ტრანსგენდერს ვმასპინძლობდი გუშინ და ვიფიქრე, რომ ადრე დაძინების და გვიან გაღვიძების გამო ნეგატივისგან მისი დაცვა ვერ მოვახერხე და ჰოი საოცრებავ. არცერთი ნეგატიური კომენტარი. ყველა ამხნევებს. ხალხი ერთმანეთს უხსნის რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციაა არაა არჩევანი ✨🙌🏻 ეს, რანაირ საქართველოში გავიღვიძე. ნათელში და კეთილში. ბევრ ჩიბათს გისურვებთ ქვეყანაში და ლადო აფხაზავას განათლების მინისტრად.

p.s. გუშინ ვმასპინძლობდი ჩემპიონ ძმებს და მადლობა მათ მშობლებს. საოცარი შვილები ჰყავთ❤

(ფოტო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები