Tbilisi Info

Tbilisi Info
გადაცემა მოიცავს თბილისში არსებულ ყველა აქტუალურ თემას. ვაშუქებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს. სიუჟეტებში განვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს… ერთი კონკრეტული საკითხის წარმოჩენა ხდება ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით. გადაცემაში დასმული ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ მოისმენთ როგორც თბილისის საზოგადოების აზრს, ასევე კომპეტენტური ადამიანებისა და ექსპერტების შეფასებებს…

ძალა ნდობას - ამ სახელწოდების სოციალური კამპანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები "უპრეცედენტოდ გაზრდილია".

სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. თურქმა სამხედროებმა უკვე დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა პოლიციის შენობა და ელექტროსადგური აიღეს. დაჯგუფების თითოეულ თავდამსხმელს ,,შაჰიდის ქამარი” ეკეთა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

იაპონიის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტოტორიში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა "როიტერსის" ინფორმაციით, სტიქია ადგილობრივი დროით 14:10 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი, ტოტორი, დასავლეთ ტოკიოდან, დაახლოებით, 700 კილომეტრში მდებარეობს.

თბილისის მერია „საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების მიზნით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების“ პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტს დააფინანსებს.

აქვთ თუ არა არასრულწლოვან გოგონებს, რიგ ქვეყნებში, საკუთარი შესაძლებლობებისა და სურვილების რეალიზების საშუალება? "გაეროს მოსახლეობის ფონდმა", 2016 წლის გლობალური ანგარიში, 10 წლის გოგონებს და მათი განვითარების მნიშვნელობას მიუძღვნა.

აშშ-ში, ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილთა შორის ერთი არასრულსწლოვანია. მოომხდარს ამერიკული პოლიცია იძიებს.

ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.

ქალაქ ალეპოში საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ოჯახის 14 წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და 8 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში უმძიმესი საჰაერო დარტყმები განხორციელდა, საჰაერო დარტყმების გამო 45 ადამიანი დაიღუპა.

რეკლამა

TOP გადაცემები

რეკლამა

Facebook