Tbilisi Info

Tbilisi Info
გადაცემა მოიცავს თბილისში არსებულ ყველა აქტუალურ თემას. ვაშუქებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს. სიუჟეტებში განვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს… ერთი კონკრეტული საკითხის წარმოჩენა ხდება ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით. გადაცემაში დასმული ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ მოისმენთ როგორც თბილისის საზოგადოების აზრს, ასევე კომპეტენტური ადამიანებისა და ექსპერტების შეფასებებს…

თურქეთის პროკურატურამ სამხედრო საჰაერო ძალების 73 მფრინავის დაკავების ორდერი გასცა. თურქული მედიის ცნობით, მფრინავების დაკავების ბრძანება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებშია გაცემული.

ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, სირიის 10 მაღალჩინოსანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სასანქციო სიაში ამჟამად 217 ადამიანია შეყვანილი.

მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ჯიჰადისტი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, ოპერაციის განმავლობაში მოკლულია დაჯგუფების 900 მებრძოლი. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.

თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე გამწვანების მიმართულებით ქალაქში დაგეგმილი სამუშაოებზე ისაუბრა. დავით ნარმანიას განცხადებით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე 80 000-მდე ხე-მცენარის დარგვა იგეგმება. მნიშვნელოვანია, რომ გამწვანების ღონისძიებები დაგეგმილია ქალაქის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში, ასევე, სკვერებსა და პარკებში. თბილისის მერის თქმით, დაირგვება დიდი ზომის ხეები და აღდგება დაზიანებული კორომები. საშემოდგომო რგვები მიმდინარე კვირაში დაიწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვერეს […]

უსახლკაროთა პრობლემა საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა, ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის" კვლევაშია ნათქვამი.

ანტალიაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო პალატის შენობასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა. დღეს ქალაქის მერის მონაწილეობით ანტალიაში ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა.

კენიაში მომხდარ თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, თავდასხმა სავარაუდოდ დაჯგუფება „აშ-შაბააბ“-ის წევრებმა განახორციელეს. რადიკალური დაჯგუფება „აშ-შაბააბი“ სომალიში მოქმედებს, თუმცა თავდასხმებს მეზობელ სახელმწიფოებში ხშირად ახორციელებს.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გერმანიას, დიპლომატიური პასპორტის მქონე 35-მა პირმა თავშესაფარი სთხოვა.

ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვედ არის აღიარებული. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები „ვარდისფერი აქციებით" გამოხატავენ მხარდაჭერას, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

რეკლამა

TOP გადაცემები

რეკლამა

Facebook