თინეიჯერი გოგონები, რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენ, დააკავეს

თინეიჯერი გოგონები, რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენ, დააკავეს

საფრანგეთში 17 და 19 წლის გოგონები დააკავეს, რომლებიც ქალაქ ნიცაში ტერაქტს გეგმავდნენ. “როიტერსის” ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ ჯიჰადისტებთან, რომლებისგანაც თინეიჯერი გოგონები კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ. ფრანგული მედიის ცნობით, ტერაქტი სექტემბრის თვეში იგეგმებოდა.

September 27, 2016 / 9:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%- ით უსწრებს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს.

ძლიერი აფეთქება საფრანგეთის ქალაქ დიჟონში

საფრანგეთის ქალაქ დიჟონში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც სააგენტო “ფრანს პრესი” ავრცელებს, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია.ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ცხრა ადამიანი. აფეთქების შედეგად შენობის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილზე მაშველები მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.

თავდასხმა საფრანგეთში ეკლესიაზე

ორი შეიარაღებული მამაკაცი, რომლებმაც საფრანგეთში, ეკლესიაში მძევლები აიყვანეს, უკვე ლიკვიდირებულები არიან, ფრანგულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ISIS-ის წევრმა საფრანგეთში პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა

საფრანგეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერმა პოლიციელი და მისი მეუღლე მოკლა. დასავლური მედიის ცნობით, პარიზის სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტ მანიანვილში დანით შეიარაღებული მამაკაცი, შეძახილებით „ალაჰ აქბარ“ პოლიციის ოფიცერს მის სახლთან დაესხა თავს და მოკლა. ამის შემდეგ მან პოლიციელის მეუღლე და 3 წლის ბავშვი მძევლად აიყვანა. როგორც ცნობილი გახდა, პოლიციელის მეუღლე დაიღუპა.

საფრანგეთში შრომის კანონმდებლობის რეფორმას აპროტესტებენ

საფრანგეთში შრომის კანონმდებლობის რეფორმას მთელი ქვეყნის მასშტაბით აპროტესტებენ. გაფიცული არიან ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, ბირთვული სადგურებისა და ბენზინგასამართი ობიექტების თანამშრომლები.

რეკლამა