თეთრი სახლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

თეთრი სახლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

თეთრი სახლის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. მიზეზი საეჭვო ამანათია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა ქალმა თეთრი სახლის ჭიშკარში შეაგდო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ამანათში მხოლოდ ფურცლები იყო.

სამართალდამცველებმა ქალი დააკავეს. ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც პრეზიდენტი ობამა არლინგტონის სასაფლაოდან ხსოვნის დღის ცერემონიის შემდეგ თეთრ სახლში ახალი დაბრუნებული იყო.

May 31, 2016 / 8:09 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სროლა ჩიკაგოში

აშშ-ში, ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილთა შორის ერთი არასრულსწლოვანია. მოომხდარს ამერიკული პოლიცია იძიებს.

ერაყში ISIS-ის სამხედრო ობიექტები დაიბომბა

ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.

აშშ და რუსეთი სირიის კრიზისის ნორმალიზებაზე საუბრობენ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის კრიზისის ნორმალიზების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა რუსული ავიაციის მიერ, ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის საკითხი და ვითარების ნორმალიზაციისთვის ერთობლივი ქმედებები განიხილეს. რამდენიმე დღის წინ, ალეპოს საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი პაციენტი დაიღუპა, 13-კი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.

აშშ–ი სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა

აშშ-ის ქალაქ ჰობოკენში რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სამგზავრო ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თეთრი სახლის პრეს სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტერაქტის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

აშშ და რუსეთი სირიის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

რეკლამა