ტერაქტი აშშ-ში

ტერაქტი აშშ-ში

ტერაქტი ამერიკაში. ღამის კლუბ Pulse-ში, ორლანდოში, სროლის შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა, 53 დაიჭრა. თავდამსხმელი 29 წლის ავღანური წარმომავლობის აშშ-ს მოქალაქე, ომარ მატინია, რომელიც შტურმის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ადასტურებს, რომ გეი-კლუბ Pulse-ზე თავდამსხმელი სამართალდამცველ ორგანოებს კონტროლზე 2013 წლიდან ჰყავდათ აყვანილი. აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში გამოსვლისას მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

მკვლელის მამამ მირ სედიქმა ტელეკომპანია NBC-სთან განაცხადა, რომ თავდასხმა არ იყო რელიგიასთან კავშირში და სავარაუდოდ, გეების სიძულვილმა ჩაადენინა მის შვილს აღნიშნული დანაშაული.

უცხოური მედიის ცნობით, მატინი, ამავე ღამის კლუბის ხშირი სტუმარი იყო და სხვა კლიენტებს ის ნასვამ მდგომარეობაში არა ერთხელ უნახავთ.

თავდამსხმელის მეუღლემ  პოლიციას აცნობა, რომ ღამის კლუბის გარდა ომარ მატინი თავდასხმის მოწყობას დისნეის თემატურ პარკშიც გეგმავდა.

June 14, 2016 / 11:36 pm

საკვანძო სიტყვები

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

პოლიციამ სტრასბურგში ტერაქტი აღკვეთა

პოლიციამ სტრასბურგში ტერაქტი აღკვეთა. სტრასბურგსა და მარსელში შვიდი ეჭვმიტანილია დაკავებული. დაკავებულები საფრანგეთის, მაროკოსა და ავღანეთის მოქალაქეები არიან. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ისინი თავდასხმას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში 400-ზე მეტი ადამიანი დაკავებული.

ქაბულში აფეთქებას 27 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი გარდაიცვალა. BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი შიიტურ მეჩეთ ბაქირ ოლუმში მოხდა. როგორც ხელისუფლება აცხადებს, მსხვერპლი, შესაძლოა, გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად 40 ადამიანი დაიჭრა. მომხდარზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.

ანტალიაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

ანტალიაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო პალატის შენობასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა. დღეს ქალაქის მერის მონაწილეობით ანტალიაში ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა.

სროლა ჩიკაგოში

აშშ-ში, ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილთა შორის ერთი არასრულსწლოვანია. მოომხდარს ამერიკული პოლიცია იძიებს.

ერაყში ISIS-ის სამხედრო ობიექტები დაიბომბა

ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.

რეკლამა