სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. თურქმა სამხედროებმა უკვე დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.
October 21, 2016 / 11:06 pm
თურქეთის პროკურატურამ სამხედრო საჰაერო ძალების 73 მფრინავის დაკავების ორდერი გასცა. თურქული მედიის ცნობით, მფრინავების დაკავების ბრძანება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამოძიების ფარგლებშია გაცემული.
ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, სირიის 10 მაღალჩინოსანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სასანქციო სიაში ამჟამად 217 ადამიანია შეყვანილი.
ანტალიაში აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, შემთხვევა სავაჭრო პალატის შენობასთან მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი მანქანა მთლიანად დაიწვა. დღეს ქალაქის მერის მონაწილეობით ანტალიაში ღონისძიების გამართვა იგეგმებოდა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გერმანიას, დიპლომატიური პასპორტის მქონე 35-მა პირმა თავშესაფარი სთხოვა.
ქალაქ ალეპოში საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ოჯახის 14 წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და 8 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში უმძიმესი საჰაერო დარტყმები განხორციელდა, საჰაერო დარტყმების გამო 45 ადამიანი დაიღუპა.