შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი. პირველი-მეორე დღე, რობერტ პლანტი გახსნაზე

0
2202

როგორც იქნა, დადგა ის ნანატრი დღე, როდესაც შავი ზღვის სანაპირო ლეგენდარული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებდა! ამ შანსის გამოტოვება არ შეიძლებოდა, ამიტომ ამაღლებული განწყობითა და უმრავი ემოციით დატვირთული ჯაზის მოყვარული საზოგადოება ჯაზ-ფესტივალის მატარებლით შავი ზღვისპირეთისკენ გავემგზავრეთ. ფესტივალი ინგლისელი მომღერლის, მსოფლიო დონის როკ-ჯგუფად წოდებული „ლედ ზეპელინის” ვოკალისტმა, რობერტ ენტონი პლანტმა გახსნა, ზოგი თინეიჯერი მას ოცდამეერთე საუკუნის მუსიკის მთავარ შემოქმედად თვლის, ზოგისთვის კი მისი სიმღერები ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა. კარიერის გვიანდელი პერიოდი პლანტისთვის და მისი ჯგუფისთვის რეკორდული გაყიდვების მქონე ტურნეებით გამოირჩეოდა, რომლებმაც „ლედ ზეპელინს“ აგრეთვე „უზნეო“ იმიჯი შესძინეს. მიუხედავად ამისა კომერციულად და კრიტიკულად ჯგუფი წარმატებას მაინც ინარჩუნებდა და რობერტ პლანტი ძველი თუ ახალი თაობის საყვარელი შემსრულებლად რჩებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here