რა შედეგებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

რა შედეგებით დასრულდა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური

მმართველი პარტიის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატებმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებით, 50-დან 48 საარჩევნო უბანზე გამარჯვება მოიპოვეს.

ცესკო-ს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების დაბალი მაჩვენებელი მხოლოდ ხაშურში მიიღო, სადაც მათი კანდიდატი „მრეწველების“ კანდიდატმა დაამარცხა. ხოლო ერთ ოლქში მოიგო მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია უჭერდა.

ამომრჩეველთა აქტივობამ მეორე ტურში 37,5% შეადგინა. მმართველმა პარტიამ არჩევნების ორი ტურის შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში 115 ადგილი და ქვეყნის კონსტიტუციის შეცვლის შესაძლებლობა მიიღო.

November 2, 2016 / 12:58 am

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

მთავრობის ბოლო სხდომა – პრემიერის გადაწყვეტილება

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ქრონოლოგია: ბარიერი სამმა პარტიამ გადალახა

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სამმა პარტიამ გადალახა. ცესკომ ხმების დათვლის პროცესი უკვე დაასრულა. წინასწარი შემაჯამებელი მონაცემებით, "ქართულ ოცნებას"48,67 % - აქვს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას"-27,11 %, პატრიოტთა ალიანსს კი -5,01 %. ხმების 4,62 % მიიღო "თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,14 % "ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55 % კი "რესპუბლიკელებმა".

“საპარლამენტო არჩევნები უმაღლესი სტანდარტებით ჩატარდება “

"საქართველო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს უმაღლესი სტანდარტებით ჩაატარებს" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ბრიუსელში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია, დაცული იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებისთვის დამახასიათებელი ყველა სტანდარტი.

რეკლამა