ლეგენდარული ჯგუფების, The bad plus-ისა და Naturally 7-ის კონცერტები ჯაზ ფესტივალის ფარგლებში

ლეგენდარული ჯგუფების, The bad plus-ისა და Naturally 7-ის კონცერტები ჯაზ ფესტივალის ფარგლებში

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ თბილისი ჯაზ ფესტივალების გულია. ეს უკანასკნელი კი აგერ უკვე 21-ე სეზონს ითვლის. ფესტივალის წარმატებულობა 80-იან წლებშიც ნათელი იყო, მაშინ როდესაც თბილისში ერთდროულად რვა ამერიკული ლეგენდარული ანსამბლი შეიკრიბა. თბილისის რიგით 21-ე ჯაზ ფესტივალიც ლეგენდარულმა ჯგუფმა, the bad plus-სმა გახსნა. კონცერტი ივენთ ჰოლში გაიმართა. დაწყებამდე კი ქართველი მსმენელის წინაშე ახალგაზრდა მუსიკოსებისგან შემდგარი ბენდი, სანდრო ბიბიჩ ტრიო წარსდგა. რაც შეეხება the bad plus-ს, ბენდის ისტორია 1989 წლიდან იწყება. სწორედ 89 წელს ეტან ივერსონმა, რიდ ანდერსონმა და დევიდ ქინგმა პირველად შეასრულეს ერთობლივი კომპოზიციები. სახელწოდება „ბედ პლუსი“ კი 2000 წლიდან არსებობს. თბილისის ჯაზ ფესტივალის რიგით მე-2 დღეს კი ჯაზმოყვარულების წინაშე აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი Naturally 7 წარსდგა, რომელიც 1999 წელს ნიუ-იორკში შეიქმნა. ჯგუფმა დარბაზში ნამდვილი ცეცხლი დაანთო და მსმენელს მოდუნების საშუალება არ მისცა.

April 30, 2018 / 7:54 pm

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალმა, “ღამის სერენადები” კონცერტი თბილისში გამართა

საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალმა, "ღამის სერენადები" კონცერტი თბილისში გამართა

“ჰუალინგ” ჯგუფმა საქართველოში ჰიპერმარკეტი “მიჰაუსი” გახსნა

"ჰუალინგ" ჯგუფმა საქართველოში ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" გახსნა

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ბარათაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მაია ბარათაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს

10 ოქტომბერს Black Sea Arena-ს სეზონს ბენდი One Republic დახურავს

ქეთი გაბისიანის კონცეპტუალური საღამო რუსთაველის თეატრში

ქეთი გაბისიანის კონცეპტუალური საღამო რუსთაველის თეატრში

რეკლამა