ჯგუფი „სანდას“ ახალი სიმღერის „ჩალისფერი თმების“ პრემიერა რადიოჰოლდინგ ფორტუნაში

0
1479

სოფთ-როკისა, ბლუზისა და ფოლკ-როკის ჟანრების შერწყმით ახალი მუსიკის შემქნას ჯგუფი „სანდა“ 1993 წლიდან დღემდე აგრძელებს. ჯგუფის ჟღერადობაში ძირითადად ბრიტანული ხალხური მუსიკისა და ქართული მუსიკის ელემენტები სჭარბობს. მათ ახალ ნამუშევრებს რადიოჰოლდინგი ფორტუნა თვალყურს მუდმივად ადევნებს და ახლაც, ჯგუფის ერთ ერთმა წევრმა, სოსო საყვარელიძემ რადიოში, ახალი ალბომიდან პირველი სიმღერის, „ჩალისფერი თმები“-ს ჩვენი რადიომსენელებისთვის გაზიარება გადაწყვიტა. მუსიკოსი გვიყვება, რომ სიმღერა 1 წლის წინ შეიქმნა და ის უკვე სხვადასხვა კონცერტებზე იქნა შესრულებული, თუმცა სტუდიური ჩანაწერი ახალია მსმენელისთვის. რაც შეეხება ახალ ალბომს, ის ძირითადად პოპ მუსიკის ჟანრშია გადაწყვეტილი. ჯგუფ სანდას თებერვალში 25 წელი შეუსრულდა და ამ დღესთან დაკავშირებით მათ ვაკის პარკში კონცერტიც ჩაატარეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here