ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%- ით უსწრებს

ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%- ით უსწრებს

საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს 5%-ით უსწრებს. “როიტერსის” ინფორმაციით, კლინტონისთვის ხმის მისაცემად რესპონდენტების 44%, ტრამპისთვის კი 39% არის მზად.

ჰილარი კლინტონის კანდიდატურას აქტიურად უჭერს მხარს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა. მისი განცხადებით, “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი, დონალდ ტრამპი „ყოველდღე ამტკიცებს, რომ ის პრეზიდენტის პოსტისთვის შეუფერებელია “. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.

November 2, 2016 / 1:01 am

TOP გადაცემები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ერთ წიგნად შეკრული, პირველი პირებისა და მათი საყვარელი ქალების ისტორიები

ოსკარ უალდი ამბობდა, რომ ქალი გაჩენილია არა აზროვნებისთვის, არამედ სიყვარულისთვის. მისი სიტყვების მართებულობაზე მსჯელობას ვერ დავიწყებთ, თუმცა ფაქტია, რომ ისტორიაში არაერთი ქალი, სილამაზისა და ცნობილი მამაკაცის მოხიბვლის წყალობით შევიდა. შესაბამისად, რამდენიმე პრეზიდენტისა და მსოფლიო ლიდერის ბიოგრაფია, მისი საყვარელი ქალის გარეშე წარმოუდგენელია. ამ ფაქტს გვერდი ვერც ქართველმა პუბლიცისტმა და ჟრნალისტმა, კობა ბრეგვაძემ აუარა, რომელმაც ყველაზე ცნობილი ადამიანების ისტორები, ერთ წიგნად აქცია.

თინეიჯერი გოგონები, რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენ, დააკავეს

საფრანგეთში 17 და 19 წლის გოგონები დააკავეს, რომლებიც ქალაქ ნიცაში ტერაქტს გეგმავდნენ. “როიტერსის” ინფორმაციით, დაკავებულებს კავშირი აქვთ ჯიჰადისტებთან, რომლებისგანაც თინეიჯერი გოგონები კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ. ფრანგული მედიის ცნობით, ტერაქტი სექტემბრის თვეში იგეგმებოდა.

დონალდ ტრამპი”რესპუბლიკური პარტიის” ოფიციალური კანდიდატია

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე "რესპუბლიკური პარტიის" ოფიციალური კანდიდატია. როგორც პარტიის სხდომაზე, ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევა ისლამისტი რადიკალები და მიგრანტები არიან.

დაპირისპირება დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის

კალიფორნიაში, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის მომხრეები და მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდნენ. შენობასთან, სადაც რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ამომრჩევლებს ხვდებოდა, ასობით ადამიანი მექსიკის დროშებით ხელში შეიკრიბა. ისინი ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას და მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების ინიციატივას აპროტესტებენ. მომიტინგეებმა აქციაზე დონალდ ტრამპის გამოსახულებიანი ქუდები და პლაკატები დაწვეს, რასაც მის მომხრეებთან შეტაკებები მოჰყვა.

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის გარანტირებული კანდიდატი იქნება

დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიიდან შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იქნება.მილიარდერმა ბიზნესმენმა საჭირო ხმების რაოდენობა მოაგროვა. მას უკვე 1238 დელეგატის მხარდაჭერა აქვს, რაც ერთით მეტია იმისთვის, რომ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს. რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც საბოლოო კანდიდატი უნდა წარადგინონ, კლივლენდში ივლისის მეორე ნახევარში ჩატარდება, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს კი ამერიკელები 8 ნოემბერს აირჩევენ.

რეკლამა