გორში კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დასრულდა

0
1752

წელს კომედიის ფესტივალი უკვე მეხუთედ გაიმართა. წლევანდელი წელი კი გამორჩეული იყო, რადგან ფესტივალმა მეხუთე – საიუბილეო წელი იზეიმა. ამავდროულად, საქართველო საფესტივალო გაერთიანების წევრიც გახდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფილიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალი არსებობს, ჩინეთის, კანადისა და რუმინეთის მათ შორის კი უკვე საქართველოსიც. საფესტივალო რეპერტუარი სლოგანს, “დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში”, ნამდვილად ამართლებს. ფესტივალი ტრადიციულად კოსტიუმირებული სანახაობით გაიხსნა, რომელსაც ქუჩის თეატრი წარმოადგენდა. მსახიობები, ოჩოფეხებითა თუ საკარნავალო კოსტიუმებით შემოსილნი, მთელ ქალაქს ამცნობდნენ კომედიის ფესტივალის დაწყებას. ფესტივალის დასკვნით დღეს, ახალგაზრდა მწერლის, მარიკა მამალაძის პიესის – “კულტურული ჩანაწერი” კითხვა გაიმართა. რომელიც რამდენიმე თეატრის მსახიობებმა წარმოადგინეს. რეჟისურა ახალგაზრდა რეჟისორს, ლაშა შეროზიას ეკუთვნოდა. შეგახსენებთ, რომ კომედიის ფესტივალში მონაწილეობას. მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთისა და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here