ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა 70 მებრძოლი. ამის შესახებ ინფორმაციას ქურთების სააგენტო “ფირატი” ავრცელებს. პენტაგონის გაცხადებით, ერაყის შეიარაღებული ძალები უფრო სწრაფად მიიწევენ წინ, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.
[really_simple_share]October 19, 2016 / 12:19 am
ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან სამარხი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ცნობით, დასახლება ჰამამ ალ-ალილში 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს.
მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ჯიჰადისტი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, ოპერაციის განმავლობაში მოკლულია დაჯგუფების 900 მებრძოლი. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა პოლიციის შენობა და ელექტროსადგური აიღეს. დაჯგუფების თითოეულ თავდამსხმელს ,,შაჰიდის ქამარი” ეკეთა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
აშშ-ში, ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილთა შორის ერთი არასრულსწლოვანია. მოომხდარს ამერიკული პოლიცია იძიებს.
სირია-თურქეთის საზღვართან აფეთქება მოხდა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა სირიელი ამბოხებულები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.