მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ფარგლებში, ერაყში ე.წ ისლამური სახელმწიფოს ასობით ჯიჰადისტი მოკლეს. უცხოური მედიის ცნობით, ოპერაციის განმავლობაში მოკლულია დაჯგუფების 900 მებრძოლი. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქალაქში შესაძლოა 5000-მდე ჯიჰადისტი იმყოფებოდეს.
როგორც სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, მოსულის გათავისუფლების ოპერაცია რამდენიმე კვირა, შესაძლოა, თვეებიც გაგრძელდეს. ოპერაციაში ჩართულია ასობით ამერიკელი ჯარისკაცი, სამხედრო მრჩეველი და საჰაერო ძალები.
October 28, 2016 / 9:30 pm
ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან სამარხი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ცნობით, დასახლება ჰამამ ალ-ალილში 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს.
გერმანიაში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 32 წლის, წარმოშობით ერაყელი, გერმანიაში მცხოვრები ისლამისტებს ლიდერია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა პოლიციის შენობა და ელექტროსადგური აიღეს. დაჯგუფების თითოეულ თავდამსხმელს ,,შაჰიდის ქამარი” ეკეთა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ,,ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.
სირია-თურქეთის საზღვართან აფეთქება მოხდა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა სირიელი ამბოხებულები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.