აშშ-ის ქალაქ ჰობოკენში რკინიგზის სადგურზე სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა. სამგზავრო ავარიის შედეგად დაიღუპა 1 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თეთრი სახლის პრეს სამსახურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტერაქტის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
September 30, 2016 / 9:24 pm
აშშ-ში, ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილთა შორის ერთი არასრულსწლოვანია. მოომხდარს ამერიკული პოლიცია იძიებს.
ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის კრიზისის ნორმალიზების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა რუსული ავიაციის მიერ, ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის საკითხი და ვითარების ნორმალიზაციისთვის ერთობლივი ქმედებები განიხილეს. რამდენიმე დღის წინ, ალეპოს საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი პაციენტი დაიღუპა, 13-კი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.
აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
რუსეთი და აშშ სირიაში სამშვიდობო ზავის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. როგორც მხარეები აღნიშნავენ, სამშვიდობო ზავის ამოქმედების შემდეგ სირიაში ძალადობის დონე საგრძნობლად შემცირდა.