აშშ და რუსეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენაზე ვერ შეთანხმდნენ. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
September 23, 2016 / 10:21 pm
ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, სირიის 10 მაღალჩინოსანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სასანქციო სიაში ამჟამად 217 ადამიანია შეყვანილი.
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. თურქმა სამხედროებმა უკვე დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.
აშშ-ში, ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. უცხოური მედიის ცნობით, ერთი პირი თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი მდგომარეობაც მძიმეა. დაჭრილთა შორის ერთი არასრულსწლოვანია. მოომხდარს ამერიკული პოლიცია იძიებს.
ერაყში, ქალაქ მოსულიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამხედრო ობიექტებზე, ამერიკის ავიაციამ იერიშები განახორციელა. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ერაყის შეიარაღებული ძალების კოლონას თვითმკვლელი ტერორისტი დაესხა თავს.
ქალაქ ალეპოში საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ოჯახის 14 წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და 8 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში უმძიმესი საჰაერო დარტყმები განხორციელდა, საჰაერო დარტყმების გამო 45 ადამიანი დაიღუპა.