ქალაქ ალეპოში საჰაერო დარტყმის შედეგად, ერთი ოჯახის 14 წევრი დაიღუპა. დაღუპულთა შორის ორი ქალი და 8 ბავშვია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქალაქში უმძიმესი საჰაერო დარტყმები განხორციელდა, საჰაერო დარტყმების გამო 45 ადამიანი დაიღუპა.
სირიის ქალაქ ალეპოს დაბობვა მკაცრად დაგმო ევროკავშირმა. ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, მოსკოვისა და დამასკოს ქმედებები „შესაძლოა ჩაითვალოს სამხედრო დანაშაულად“.
October 19, 2016 / 12:16 am
ევროკავშირმა სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. როგორც უცხოური მედია ავრცელებს, სირიის 10 მაღალჩინოსანს, ევროკავშირის ტერიტორიაზე ჩასვლა აეკრძალებათ. ევროკავშირის სასანქციო სიაში ამჟამად 217 ადამიანია შეყვანილი.
სირიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემთხვევაში,სირიელი სამხედროები თურქულ თვითმფრინავებს ჩამოაგდებენ. თურქმა სამხედროებმა უკვე დაადასტურეს, რომ სირიის ტერიტორიაზე, ქურთების პოზიციებზე 26 ავიადარტყმა განახორციელეს, რასაც 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი ემსხვერპლა.
უცხოური მედიის ცნობით, ჭურვები ქალაქის დასავლეთ ნაწილში, სკოლის სიახლოვეს აფეთქდა. რუსეთის საჰაერო ძალებმა წერტილოვანი დარტყმები, მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის თავიდან აცილების მიზნით, ქალაქის შემოგარენში განახორციელეს.
სირია-თურქეთის საზღვართან აფეთქება მოხდა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, 25 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა სირიელი ამბოხებულები არიან. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სირიის კრიზისის ნორმალიზების საკითხზე ისაუბრეს. მხარეებმა რუსული ავიაციის მიერ, ალეპოს საავადმყოფოს დაბომბვის საკითხი და ვითარების ნორმალიზაციისთვის ერთობლივი ქმედებები განიხილეს. რამდენიმე დღის წინ, ალეპოს საავადმყოფოზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, ორი პაციენტი დაიღუპა, 13-კი მძიმედ დაშავდა. საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა.