ვიდეო გალერეა

ნეკა სებისკვერაძემ დიდი ხნის პაუზის შემდეგ ახალი სიმღერა ჩაწერა, ბრაზილიური იავნანა. ამ სიმღერაზე შემსრულებელმა კლიპიც გადაიღო და ახლახან „იუთუბზე“ განათავსა. ნეკა წერს: „ესეც დაპირებული ბრაზილიური იავნანა♥ ჩემი პატარა საჩუქარი ბავშვებს, რომლებიც ჩემ თვალწინ იზრდებიან, ჩემი შეუდარებელი მეგობრების საოცარი შვილების სახსოვარი, რომელიც წლების შემდეგ კარგ განწყობაზე დააყენებთ <3 მადლობა ჩემს გვანცა მეფარიშვილს სამახსოვრო ვიდეოსათვის♥ #ბავშვები #იავნანა […]

ქეთა თოფურია ქალიშვილის, ოლივია გეიხმანის გარეშე არსად აღარ დადის. გოგონა დედას უკვე რეპეტიციებზეც დაყვება. ქეთამ ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც პატარა ოლივია მიკროფონში სიმღერას ცდილობს. როგორც ჩანს გოგონას სიმღერა ძალიან მოსწონს და არც არის გამორიცხული, მალე დედასთან ერთად ამღერდეს კიდეც.

“ძალიან კარგი ბავშვია, ღამე კარგად სძინავს. უკვე “აღუც”-თქვა. სამი ბიჭის დედა ვარ, მაგრამ გოგოს დედობა საერთოდ სხვა არის. ახლა არ ვმუშაობ და ძირითადად სულ ბავშვთან ვარ. რაც ბიჭების შემთხვევაში სხვანაირად იყო, რთული გრაფიკით ვმუშაობდი მაშინ. ჩემი ორსულობა გუკამ ადვოკატისგან გაიგო. მშობიარობის დროს, თან ტელეფონზე ველაპარაკებოდი. როცა გუკა გამოვიდა, გაუჭირდა თრინითის შეგუება, ხელში როცა აყავდა ტიროდა. მაგრამ ახლა გაიარა ამ პროცესმა. ეტყობა ვერ გაიგო, რატომ არ იყო მამა მასთან 9 თვის მანძილზე და ამიტომ ეჩხუბებოდა” – განაცხადა ლელა კილაძემ.

ვიდეო ბათუმში არის გადაღებული. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ კონკურსანტები აჭარაში „აეროსმიტის“ კონცერტზე იმყოფებოდნენ და ვიდეოც სწორედ მაშინ გადაიღეს.

მერსი სულხანიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მანქანაში ლელა წურწუმიას სიმღერაზე ერთობა. მერსის ვიდეორგოლში ლელა წურწუმიას მსგავსი ვარცხნილობა აქვს. მან ვიდეოს ჩაწერის დროს შესაბამისი სათვალეც მოირგო.

„ტელეიმედმა“ მაყურებელს დილის ეთერში აჩვენა, რა ხდება პროექტის კულისებში. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტებს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და წარმატებისთვის თავს არ ზოგავენ.

“ეს ბოლო გადაცემაა. მეც ძალიან მიჭირს თქვენთან დამშვიდობება, მაგრამ მოდით, როგორი პოზიტიურიც იყო “იღბლიანი ბორბალი” ისე დავამთავროთ” – ამ სიტყვებით მიმართა გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, შორენა ბეგაშვილმა მაყურებელს.

ვახო ოქრუაშვილი აქამდე უმუშევარი იყო, რის გამოც სამი წლის წინ, ტაქსაობა დაიწყო. ამის შესახებ მან გადაცემა “პროფილში” განაცხადა. “სამი წელია რაც ვტაქსაობ და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. არსად არ დამიმალია, რომ თავისუფალი დრო მაქვს ტაქსაობისთვის“ – აცხადებს ვახო ოქრუაშვილი.

“როცა ჩემი ოჯახის დანგრევის ამბავი საზოგადოებამ გაიგო, მე უკვე “მონელებული” მქონდა, მათ ფოტოებს რომ შევხედე დავმშვიდდი, გავაგრძელე მშვიდი ცხოვრება. რეალურად ჩვენ ჩვენი მეგობრობის, წლების, ურთიერთობის გამო პატივი ვეცით ერთმანეთს და რაღაცეები საიდუმლოდ შევინახეთ. ვეცადეთ თანაცხოვრება გვეცადა კიდევ ერთად. ამ დროის განმავლობაში, როდესაც საჯაროდ ცნობილი გახდა ჩვენზე, მე უკვე მონელებული მქონდა ეს ამბავი.

TOP სიახლეები

ნინო შუბლაძე გათხოვდა – ვინ არის მისი რჩეული

ცნობილი ტელეჟურნალისტი, ნინო შუბლაძე დაქორწინდა. მისი რჩეული შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ვალერი თელიაა. ნინომ მეორე ნახევართან ერთად ფოტო ახალხან გამოაქვეყნა და დაწერა: „რა აღარ მოხდა ჩემს ცხოვრებაში ამ ბოლო პერიოდში… ამდენი ტკივილის და ცუდის მერე – ერთი კარგი ამბავიც მაქვს ❤️❤️ როგორც იქნა, დავიყარეთ თავი ერთად და გავხდით ასე დიდი ოჯახი, მე, Valeri და ჩვენი უსაყვარლესი […]

ნანუკა გოგიჩაიშვილი იუბილარია: „ბედნიერების ფრთები სულ გაშლილი გქონოდეს, დე!..“

დღეს მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი იუბილარია. მას დედა, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე განსაკუთრებულ პოსტს უძღვნის და დაბადების დღეს თავისი და მამის, მსახიობ გიორგი გგოჩაიშვილის სახელით ულოცავს… „ბედნიერების ფრთები სულ გაშლილი გქონოდეს, დე! დაბადების დღეს გილოცავთ მე და მამა!!! მამას „ჟიფარი“ და „ლევკი“. სულ ამ.დიდ სიყვარულში მყოლოდე, დე!!! ჩემს თავსაც ვულოცავ ჩემს გოგიჩას საჩუქარს!“

გიორგი მახარაძემ თავისი გოგონა მონათლა

მსახიობებს გიორგი მახარაძესა და მარიამ ნადირაძეს გარკვეული პერიოდის წინ გოგონა შეეძინათ, რომელსაც ნიკა დაარქვეს. ახლახან პატარა გოგონა მოინათლა. ბედნიერმა მამიკომ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ნათლობაა ასახული. გიორგის პირველი ქორწინებიდან მარიამ როინიშვილთან ასევე გოგონა, ელენე ჰყავს. ელენე კარგად მღერის და ცეკვავს, ასევე აქვს კარგი სამსახიობო მონაცემებიც. (ფოტოები)

რეკლამა

Facebook