ფოტო გალერეა

დღეს “რუსთავი 2”-ის დაბადების დღეა. არხს 23 წელი შეუსრულდა. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და მშობლიურ არხს დაბადების დღეს, ამ ფორმით ულოცავს. “13 წელი აქ, რუსთავი 2-ზე. მიყვარს ყველა დღე და ყველა აქ გატარებული წუთი” – წერს ტელეწამყვანი.

ბოლო დროს, ეკა კვალიაშვილი სამუშაოდ საბერძნეთში იყო წასული, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ბერძენ ბიზნესმენზე თხოვდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს არ გაუმართლა და თბილისში დაბრუნდა.

წყვილს კომენტარებში იქს ფაქტორის მონაწილე ელენე ნინიძე უწერს: “სუპერ წყვილი “. შეგახსენებთ, რომ ცირას ბოლო სიყვარული ტრაკიგული შემთხვევით დასრულდა და ეს თემა მისთვის ტაბუდადებული იყო. ახლა კი როგორც ჩანს მომღერალმა პირადი ცხოვრება მოიწყო.

ელენა ჩიხლაძე საქართველოში აღმოსავლური ცეკვის განვითარებით არის დაკავებული. 2003 წლიდან არის საქართველოში აღმოსავლური ცეკვების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, IDO-ს კომიტეტის ხელმძღვანელი , აღმოსავლური ცეკვის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უკვე 15 წლის განმავლობაში. ელენა ასევე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.

გუშინ საქართველომ კიდევ ერთი „მის მკერდის“ ტიტულის მფლობელი გოგონა გამოავლინა. კონკურსის გამარჯვებული 31 წლის სოფი ახალაძე გახდა. საუკეთესო მკერდის მქონე გოგონებს 13 კაციანი ჟიური არჩევდა, რომლის წევრებიც ცნობილი ადამიანები იყვნენ. ჟიურის იულია მარგუნოვა ხელმძღვანელობდა. მისმა გადაწყვეტილებამ გიორგი მასხულიას გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც ერთ-ერთ კონკურსანტთან, თამთა ჯობავასთან ერთად სიგელი სახალხოდ დაწვა და გვირგვინი გადააგდო. რა გახდა, მასხულიას გაღიზიანების მიზეზი, ამის შესახებ, ის „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

ეს ერთი ამბავი ვრცელი იქნება. ერთგვარი “კუსტარული” მაგრამ ზე-რეალური რეალითი-შოუ… მძაფრი ემოციებით, დაძაბულობებით, რთული ფიზიკური პირობებით, განსხვავებული გეოგრაფიული, კულტურული და სოციალური გარემოებით, ამ სამყაროში და საკუთარ თავში მოგზაურობით. მზად ვართ თავგადასავლისთვის, გადარჩენისთვის, ერთმანეთის გატანისთვის ან დაჭმისთვის, ხალის-დაძაბულობისთვის და ამის თქვენთვის გაზიარებისთვის…

„იქს ფაქტორის“ ლაივ-კონცერტები ფილარმონიაში გუშინ დაიწყო. პროექტს, მაყურებლის გადაწყვეტილებით, ოთო ღურწკაია და „თი ბლუზ ბენდი“ გამოეთიშა. ოთო აუტსაიდერებში სოფო საჟინიანთან ერთად მოხვდა. საჟინიანი პროექტში გიორგი გაბუნიას გადამწყვეტი ხმის მიცემის შემდეგ დარჩა.

„ნეტავ იცოდეთ მეგობრებო, როგორ გაფასებთ და როგორ მიხარია თქვენი მხარდაჭერა. დღეს ვიმღერე ისე, როგორც ვგრძნობდი და მიხარია, რომ დამაფასეთ. მიყვარხართ უზომოდ“ – წერს ამზოევი.

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი „რუსთავი 2-დან” წასვლის შემდეგ, ეკრანზე აღარ გამოჩენილა. ის ინტერვიუებზეც უარს ამბობს. თუმცა აქვს გეგმები, რომელზეც ჯერჯერობით არ საუბრობს. ნანუკამ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იმიჯი აქვს შეცვლილი. შავი კარე მოდელს ძალიან უხდება. როგორც ირკვევა მას სურს იმიჯი რადიკალურად შეიცვალოს და სულ მალე ახალი ვარცხნილობით გამოჩნდეს.

TOP სიახლეები

მარიამ სანოგო: „მეუბნებიან, არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და ჰგონიათ, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო…“

მარიამ სანოგო ჟურნალ „თბილისელებთან“ თავისი კანის ფერზე საუბრობს და ამბობს: „ხშირად ჩემთვის უთქვამთ, – არ მიყვარს ფერადკანიანები, მაგრამ შენ ძალიან მომწონხარო და თვლიან, რომ ეს არის კომპლიმენტი, რომელიც მე სიხარულით უნდა მივიღო. ეს ჩემთვის არა, მაგრამ დამამცირებელია მათთვის – რა არ მოსწონთ, იმასაც ვერ იაზრებენ. რასისტია, მაგრამ შენ მოსწონხარ. ზრდასრული ადამიანისგან ამას რომ ისმენ, ეს […]

ფოტო: ნინო ნადირაძისა და გუგა კუზანოვის რომანტიკული მოგზაურობა პორტუგალიაში

ცნობილი ექიმების წყვილი, გუგა კუზანოვი და ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში პორტუგალიაში მოგზაურობის ფოტოებს გვიზიარებენ. წყვილმა მიაშურა ქვეყანას, სადაც, როგორც ჩანს, დასვენების დღეებს მშვიდ და რომანტიკულ გარემოში ატარებენ. ნინოსა და გუგას ერთად  გადაღებული ფოტო აქვთ გამოქვეყნებული სინტრადან, რომელიც პორტუგალიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა. როგორც აღმოჩნდა, გუგა კუზანოვი ორი დღის წინ იუბილარი გახლდათ და მას ახლობლები […]

ვიდეო: ნოდარ მელაძე: „ფეთიანი მამა ვარ!..“

ნოდარ მელაძე თავის ტყუპ გოგონებთან ერთად „ტვ პირველის“ რუბრიკას „პასუხები“ ესტუმრა და უპასუხა შეკითხვებს, როგორი მამაა და როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება პატარა გოგონების დაბადების შემდეგ. „ფეთიანი მამა ვარ. მათი გაჩენის შემდეგ ჩემი ცხოვრება სულ მთლიანად შეიცვალა. ვცდილობ, მეტი დრო მქონდეს ბავშვებთან გასატარებლად. ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანები ჩემი შვილები არიან…“ (ვიდეო)

რეკლამა

Facebook