ზვიად გამსახურდიას შესახებ გიორგი ოვაშვილის გადაღებულმა ფილმმა პრემიერამდეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)

ზვიად გამსახურდიას შესახებ გიორგი ოვაშვილის გადაღებულმა ფილმმა პრემიერამდეც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია (ვიდეო)

23 ნოემბრიდან კინოთეატრებში გიორგი ოვაშვილის ახალი ფილმი გამოდის. „ხიბულა“ დრამაა, რომელიც ზვიად გამსახურდიის სიცოცხლის ბოლო დღეებს ასახავს. მართალია, კინორეჟისორი ამბობს, რომ ეს არ არის ავტობიოგრაფია და მხოლოდ მისი ვერსიაა პრეზიდენტის დევნილობის ბოლო დღეებსა და მის აღსასრულზე, ის ასევე აღნიშნავს, რომ უამრავ ადამიანს შეხვდა და ერთსა და იმავე ადგილას მყოფთაგანაც კი განსხვავებული მოსაზრებები მოისმინა ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი დღების შესახებ.

პრესკონფერენციაზე, რომელიც დღეს, ფილმის ჩვენებამდე ორი დღით ადრე კინო „ამირანში“ შედგა, რიგითი შეკითხვების გარდა, ფილმში მონაწილე მსახიობებისა თუ ბიუჯეტის შესახებ, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელსაც ოვაშვილის ტრილოგიის დასკვნითი ნამუშევარი უკვე ნანახი ჰქონდა, საკუთარი მოსაზრება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეჟისორისგან არ ელოდა, რომ საქართველოს პირველ პრეზიდენტს, რომელიც უაღრესად განათლებული ადამიანი იყო, ასეთ „მდაბიო და გაუნათლებელ ადამიანად“ წარმოაჩენდა.

გიორგი ოვაშვილმა კითხვას ამგვარად უპასუხა:

„ეს არ არის ავტობიოგრაგია, ჩემი პერსონაჟი ირჩევს გზას და მიდის საკუთარი დასასრულისკენ. ბატონმა ზვიადმა რაღაც პერიოდის შემდეგ იცოდა, სად მიჰყავდათ და რატომ და მან არ გასწია წინააღმდეგობა. მან გადაწყვიტა თავის შეწირვა სამშობლოსთვის და არ დატოვა ქვეყანა, რომლის დატოვებაც ნებისმიერ დროს შეეძლო.

ჩემი სათქმელი იმ გზით მოვიტანე, რა გზითაც შემეძელო მომეტანა. თქვენ თქვენი აზრი გაქვთ, სხვას სხვა აზრი ექნება. იმიტომაც გადავიღე ეს ფილმი, რომ ამ თემის გარშემო დისკუსია ყოფილიყო“. ვრცლად+ვიდეო

სიახლეები/

|

November 20, 2017 / 4:05 pm

TOP სიახლეები

ქეთი ჩხეიძეს ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია: „შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც…“

ქეთი ჩხეიძე „მძიმე კაცთან“ ახალი გადაცემის სტუმარია. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა განსაკუთრებით შეიყვარა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ნუნუკას როლით, ამბობს, რომ ქალის მიმართ ინტერესი ჰქონია. ქეთი ჩხეიძე აღნიშნავს: „ინტერესი მქონია, კი, როგორ არა. ნაბიჯები არ გადამიდგამს, ინტერესი მქონდა. სექსს გულისხმობ?.. მომწონებია, მიფიქრია კიდეც. ეს არსებობს. შენი ორიენტაცია არის სრულიად სხვა რამ… შეიძლება, შეგიყვარდეს კიდეც“.

სოფო ნიჟარაძის სექსუალური იმიჯი, რომელიც გულგრილს არ დაგტოვებთ (ფოტო)

სოფო ნიჟარაძე შესანიშნავად გამოიყურება, რაშიც კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუკი მის ახალ ფოტოს შეავლებთ თვალს. დათუნა სულიკაშვილის ულამაზეს ნახევრად გამჭირვალე შავ კაბაში გამოწყობილი მომღერალი გიორგი ცაავას ფოტოკამერის წინ პოზირებს. გადაღებისთვის მაკიაჟი ნინო მარტაშვილმა გაუკეთა, ხოლო ვარცხნილობა – ხატია ხატიაშვილმა. სოფო ნიჟარაძეს ფოტოალბომში ბევრი ლამაზი ფოტო მოეპოვება, თუმცა ახალი ფოტო მართლაც გამორჩეული გამოვიდა.

აკა სინჯიკაშვილის ახალი ბრალდებები თეონა ბაღდავაძეს და მისი პასუხი – „თუ ვინმე დასმდევს მალულად, არ ვიცი…“

„წითელი ცხვირების“ საქმეზე გამოძიება არ გახდა საჭირო, ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ წარდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. შეგახსენებთ, რომ „წითელი ცხვირების“ საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს, აკა სინჯიკაშვილი თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. აკამ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა: „ასეთი ამბავია წითელი ცხვირების საქმეზე – ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Hungry Music-ის არტისტები საქართველოს სრული შემადგენლობით პირველად Freedom Music-ზე ეწვევიან

10 ნოემბერს საერთაშორისო ბრენდი Freedom Music კინოსტუდია “ქართული ფილმის” მე-5 და მე-6 პავილიონებში ფრანგული ლეიბლის არტისტებს Worakls, Juachim Pastor, N’to, Stereoclip უმასპინძლებს. ერთდღიანი ღონისძიება 2 პარალელურ სცენაზე გაიმართება: #Freedom და #Getconnected სცენებზე. ფრანგული ლეიბლის არტისტებთან ერთად დაუკრავენ ქართველი დიჯეი-პროდიუსერები: Generali Minerali, WYLTI, Endorphins, Sinoptik Music, Tade, და Nody-GE. ლეიბლის Hungry Music ისტორია 2014 წლიდან იწყება, […]

რეკლამა