„ზურაბ ნიჟარაძე 90“ – მხატვრის რესრტოსპექტული გამოფენა 1-ელ მაისს იხსნება

„ზურაბ ნიჟარაძე 90“ – მხატვრის რესრტოსპექტული გამოფენა 1-ელ მაისს იხსნება

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ზურაბ ნიჟარაძის რეტროსპექტულ გამოფენას „ზურაბ ნიჟარაძე 90″ დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, რომელიც 1-ელ მაისს, 19:00 საათზე გაიხსნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკული და ფერწერული სურათები საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებიდან, ასევე მხატვრის და სხვათა კერძო კოლექციებიდან.

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედების განვითარების ყოველი ეტაპი და ამ ეტაპისათვის დამახასიათებელი თავისებურებები, თავი მოუყაროს, გაამთლიანოს მხატვრის ხელოვნება და სრულყოფილად დაგვანახოს მისი ფენომენი. ექსპოზიცია საზოგადოების ერთ ნაწილს გაახსენებს, ხოლო ახალგაზრდა თაობას კი გააცნობს XX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე შექმნილ მის ნამუშევრებს.

ზურაბ ნიჟარაძე მეგობრებმა შემოქმედებითი ცხოვრების დასაწყისშივე გამოვლენილი განსხვავებული მხატვრული ხედვის, შემოქმედებითი თავისუფლებისა თუ ცისფერი ფერისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო ასოციაციურად პიკასოსთან დააკავშირეს და მეტსახელად პიკო შეარქვეს. იგი XX საუკუნის 50-იანელ მხატვართა მრავალმხრივ გამორჩეული თაობის წარმომადგენელია. თაობამ, რომელმაც პოლიტიკური რეპრესიებისა და მეორე მსოფლიო ომის გამო მძიმე ბავშვობა და ყრმობა გამოიარა, 50-იანი წლების დასასრულს უმნიშვნელოვანესი კულტურული პროცესები განავითარა ქვეყანაში.

XX საუკუნის 30-იანი წლებიდან რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, კულტურის აგიტაციურ-პროპაგანდისტული ფორმების მომძლავრების მიუხედავად, ქართულ კულტურას თვითმყოფადი მხატვრული სახე არ დაუკარგავს და 50-იანი წლების ისტორიული ვითარების ფონზე მეცნიერებისა და შემოქმედების ყველა სფეროში კვლავ გაცხადდა და საინტერესოდ განვითარდა. წარმოჩინდა ახალი მსოფლმხედველობა და ახალი მხატვრული მიდგომა, რაც არსობრივად უპირისპირდებოდა იმ დროს გაბატონებული სოციალისტური რეალიზმის პრინციპებს. ამ თაობის მხატვართა შორის ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედება ერთ-ერთი გამორჩეულია და ჟანრული, თემატური, დარგობრივი თუ ტექნიკის მრავალფეროვნებით ხასიათდება.

შემოქმედებითი გზის დასაწყისში პოეზიით გატაცებული მხატვრის სურათები ლირიზმითაა გაჯერებული. მომდევნო – 60-70-იანი წლების მხატვრობა უფრო კონკრეტული და დახვეწილია, გამოირჩევა პორტრეტული სახეების მრავალფეროვნებით. 80-იანი წლებიდან კი ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედებაში დიდი ყურადღება ეთმობა ზოგადი ხასიათის თემებს, ყოველდღიურში ფილოსოფიური საწყისის ძიებასა და სხეულის პლასტიკის ენას, მის მშვენიერებას, ფერითა და მოძრაობით შექმნილ ჰარმონიულ რიტმიკას.

სიახლეები/

|

May 1, 2018 / 12:55 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

Facebook

რეკლამა

რეკლამა