ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, ნატალია მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება

0
5290

ზურა ყიფშიძის შვილიშვილი, გიორგი ყიფშიძის გოგონა, ნატალია, “ფეისბუქში” მსახიობების ხელფასებთან დაკავშირებულ სკანდალზე, ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ეს პოსტი. უკვე ძალიან ბევრი ალაპარაკდა ამ თემაზე და გადავწყვიტე გაგაგებინოთ, თუ რა არის სიმართლე. პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ჟურნალისტებმა უნდა შეწყვიტონ გამოგონილი ფრაზებით მანიპულირება და ფრაზების სხვა კონტექსტში გამოყენება.

ყველამ ეს ამბავი სხვაგვარად მიიღო. თითქოს მსახიობებს მხოლოდ ხელფასის აღება სურთ და ამ დროს ისინი სახელმწიფოსგან დაფასებას მოითხოვენ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ის ფაქტი, რომ ბატონ გივი ბერიკშვილს გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე შეუმცირეს ხელფასი რის გამოც, ეს ქვეყანა დარდით და ნერვიულობით დატოვა. ვინ აგებს ამაზე პასუხს და რატომ უნდა შეიწიროს მთავრობამ ქართველი ხელოვანები.

რაც შეეხება ბატობ ბიძინას, მინდა, ჩემი ოჯახის სახელით დიდი მადლობა გადავუხადო, მაგრამ მისი დაფინანსება არაფერ კავშირში არაა მსახიობების ხელფასთან. მისი დაფინანსება არის მისი პირადი სურვილი.

რატომ ეხებით საერთოდ ამას. ისე გამოგყავთ ბაბუაჩემი და სხვა დანარჩენი მსახიობები თითქოს ფულს ითხოვდნენ ხალხისგან. მათ ელემენტარული დაფასება აკლიათ.

სირცხვილია, როდესაც კულტურა ბოლო ადგილზე ჰყავთ, თან ისეთ ქვეყანაში, რომელიც თავისი კულტურით განთქმულია.

კიდევ მინდა მივმართო იმ ხალხს რომელიც გამოთქვამს პროტესტს თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ მსახიობებს მინიმალური ხელფასი. ამ კითხვაზე თქვენ თვითონ გასცემთ პასუხს როცა განათლების დონე უფრო მაღლა აიწევს”, – წერს ნატალია ყიფშიძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here