ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” საერთაშორისო კინოფესტივალებზე

ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” საერთაშორისო კინოფესტივალებზე

ამჟამად ესპანეთში საერთაშორისო კინოფესტივალი Las Palmas de Gran Canaria მიმდინარეობს, რომლის მთავარ საკონკურსო პროგრამაში ზაზა ხალვაშის ფილმი “ნამე” იღებს მონაწილეობას.

პარალელურად ფილმი სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალზეც არის წარმოდგენილი პროგრამაში Best of Best.

“ნამე” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომელიც საქართველო-ლიტვა-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

ფილმის პრემიერა ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში შედგა, შემდეგ კი იგი ვილნიუსის და სოფიას კინოფესტივალებზეც აჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ სოფიას კინოფესტივალზე ზაზა ხალვაში ჟიურის წევრიც იყო (ბალკანური ფილმების პროგრამა).

“ნამე” სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთებში, ერთ პატარა, ტრადიციულ სოფელში მცხოვრები მოხუცი მამის, მისი ქალიშვილი ნამეს და სამი ვაჟის შესახებ მოგვითხრობს. ძმებიდან ერთი მასწავლებელია, მეორე – მოლა, ხოლო მესამე – მღვდელი. სოფელში მაჰმადიანები და მართმადიდებლები ერთად ცხოვრობენ. სოფლის ერთ ბოლოში ეკლესია დგას, მეორე ბოლოში კი მეჩეთია.

სიახლეები/

|

April 12, 2018 / 2:10 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სალომე გოგიაშვილი: „არც მკერდის ოპერაცია დამიმალავს და არც ცხვირის“

სალომე გოგიაშვილმა ახლახან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა და ძალიან კმაყოფილი დარჩა შედეგით. როგორც ამბობს, მისი ოჯახის წევრებს, მათ შორის მეუღლესა და შვილებს არ უნდოდათ, მაგრამ თავად რამდენიმე წელი ფიქრობდა დაცემისას გამრუდებული ცხვირის ფორმის შეცვლაზე და როგორც იქნა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა… როგორც „თბილისელებთან“ ინტერვიუში ამბობს, მას არც ცხვირის ოპერაციის ამბავი დაუმალავს, რადგან სურდა, ვისაც ასეთი განზრახვა […]

Tbilisi Open Air 2019-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand იქნება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება. ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი. Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს. ფესტივალის […]

ნანი და სტეფანე – ამონარიდი ახალი კლიპიდან (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს. ვაჟა აზარაშვილის ცნობილი სიმღერის „ისევ წვიმს“ ახლებური ვერსია მათ ერთად ჯერ „ბლექ სი არენაზე“, ნანი ბრეგვაძის საღამოზე შეასრულეს, შემდეგ კი სტუდიაში გადაინაცვლეს და შესანიშნავი მუსიკოსების არანჟირებით ჩაწერეს. ახლახან კი მუსიკოსებმა დაასრულეს მუშაობა ვიდეორგოლზე, რომლის პრემიერაც 20 მარტს, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“ შედგება. სტეფანემ ახალი კლიპიდან ამონარიდი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა. შეგახსენებთ, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარზე“ კინოთეატრებში ბრუნდება!

საქართველოს კანდიდატი ფილმი „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის – ზაზა ხალვაშის „ნამე“ კინოთეატრებში ბრუნდება! მაყურებელთა თხოვნით, „ნამეს“ ჩვენებები კინოთეატრ „ამირანში“ ერთი კვირის მანძილზე, 4-10 ოქტომბერს 19:30 საათზე გაიმართება. „ნამეს“ პირველ ჩვენებას, 4 ოქტომბერს ფილმის გადამღები ჯგუფი დაესწრება. მაყურებელს კი შესაძლებლობა ექნება კითხვები დაუსვას ფილმის ავტორებს. დისკუსიას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაუძღვება. „ნამე“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, […]

„რა ნამე? ფილმმა ერთი კვირა ძლივს გაძლო კინოთეატრებში…“

„ექვთიმე ღვთისკაცის“ მონაწილე მსახიობი, ლაშა კანკავა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მიერ შერჩეული კომისიის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის თანახმადაც, საქართველოდან „ოსკარზე“ ზაზა ხალვაშის ფილმი „ნამე“ გაიგზავნება. კონკურსში ასევე მონაწილეობდა ნიკოლოზ ხომასურიძის „ექვთიმე ღვთისკაცი“, თუმცა კომისიის წევრებმა უპირატესობა „ნამე“-ს მიანიჭეს. გადაწყვეტილება მცირე ხნის წინ გამოცხადდა. მსახიობი ლაშა კანკავა აღნიშნავს: „რა ნამე?!. რა ნამე?!. ფილმმა ერთი კვირა ძლივს გაძლო კინოთეატრებში, […]

ზაზა ხალვაშის „ნამე“ საქართველოდან „ოსკარის“ პრეტენდენტია

ახლახან დასრულდა პრესკონფერენცია, რომელიც ეროვნულმა კინოცენტრმა კინოს სახლში გამართა. სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ მერაბ კოკოჩაშვილი, დიმიტრი მამულია, გივი-ბესიკ ოდიშარია, ლომერ ახვლედიანი, ია შუღლიაშვილი, კახა კანდელაკი, ზურაბ მაღალაშვილი, გოგი მიქელაძე  და ნინო მხეიძე, საქართველოდან ამერიკის კინოაკადემიის მთავარი ჯილდოს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოდან წარსადგენი ფილმი შეარჩიეს და ეს პატივი წილად ზაზა ხალვაშის „ნამე“-ს ხვდა. <strong>ოსკარზე […]

რეკლამა