ზალიკო ბერგერი თავისი ზეპოპულარული ვიდეოს ნახვას მთვრალი აპირებს

ზალიკო ბერგერი თავისი ზეპოპულარული ვიდეოს ნახვას მთვრალი აპირებს

ზალიკო ბერგერის ვიდეომ, სადაც ის მთვრალი ბათუმის ქუჩებში დახეტიალობს და მიშა სააკაშვილზე, ბათუმზე და კახა ცისკარიძეზე საუბრობს, დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ძირითადად, დადებითი.

ზალიკოს თავად ეს ვიდეო არ უნახავს, რადგან როგორც თავად ამბობს, პირველივე წამებზე რომ ჩართო და გინება გაიგო, შერცხვა და ყურება აღარ გაუგრძელებია.

ახლა კი დიზაინერმა გამბედაობა მოიკრიბა და აპირებს, ვიდეო ნახოს, ოღონდ მთვრალმა.

ის წერს:

„ესეიგი, რაც შეეხება ჩემს სუპერპოპულარულ ვიდეოს, მე თვითონ ჯერ არ მინახია,რამდენი დავაპირე ჩემ მთვრალ სახეს რომ ვხედავ, ვეღარ ვუყურებ, ამიტომ დღეს ვაპირებ, რომ დავლიო და ისე ვნახო, რადგან ხვალ თქვენთან ერთად მიმოვიხილო „ვანოს შოუ“-ში… ხვალ ნაბახუსევი ლაივი მოდის უკვე დღისით „ვანოს შოუს“ ჩაწერიდან…“, აღნიშნავს ზალიკო.

სიახლეები/

|

September 7, 2017 / 2:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როგორ გამოიყურება კახი კავსაძის მსახიობი შვილიშვილი, რომელსაც მარიონ კოტიარს ადარებენ

ირინკა კავსაძე კახი კავსაძის შვილიშვილია. ის აშშ-ში ცხოვრობს და თეატრში თამაშობს. პროფესიით მსახიობი გახლავთ. ირინკას სოციალურ ქსელში უამრავ საინტერესო ფოტოს აღმოაჩენთ, რომლებიც სპექტაკლებზეა გადაღებული, ასევე სხვადასხვა იმიჯით. 15 წელზე მეტია, აშშ-ში ცხოვრობს, 10 წლის იყო, როცა საქართველო დატოვა. ის კახი კავსაძის ვაჟის, ირაკლის შვილია. მუშაობს „სინეტიკ თეატრში“, სადაც ირაკლიც მუშაობს. მამა-შვილმა ერთად ითამაშა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“. […]

ბერა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად პარიზშია (ფოტოები)

ბერა ივანიშვილი დაქორწინდა. მისი რჩეული ბიძინა ივანიშვილის მეგობრის შვილი, ნანუკა გუდავაძე. ულამაზესი გოგონა მოდელი და ბლოგერია. ბერასა და ნანუკას ჯერ ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა თაფლობის თვე უკვე მოიწყვეს. ბერამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც მეუღლესთან ერთად ეიფელის კოშკის ფონზე აქვს გადაღებული სიყვარულის ქალაქში, პარიზში. წყვილს კიდევ ერთხელ ულოცავენ გაბედნიერებას. ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბერამ კი ყველას […]

სალომე ზურაბიშვილის საუკეთესო „ლუქები“ (ფოტოგალერეა)

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პერსონაა ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელებში მისი ხსენების სიხშირე ასჯერ აღემატება სხვა კანდიდატებისას. ბოლო პერიოდში ის საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში და საზოგადოების ნაწილის რისხვაც დაიმსახურა. მას ქართულს უწუნებენ და ასევე დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც „ტვინების განძრევისკენ“ მოუწოდა, […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ქუჩის ბიჭების“ კონცერტს რომში ზალიკო ბერგერი ორიგინალურად აანონსებს (ვიდეო)

24 სექტემბერს, იტალიაში, ქალაქ რომში, რესტორან „მატრიოშკაში“ „ქუჩის ბიჭებისა“ და ზურა დაოიჯაშვილის კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ ზალიკო ბერგერი თავის ლაივ-ვიდეოში საუბრობს, სადაც ორიგინალურად, თავის სტილში აანონსებს მომავალ კონცერტს. თავად ზალიკო ამ ღონისძიების წამყვანი იქნება და მასზე დასწრების მსურველებს შესანიშნავ დროსტარებას ჰპირდება. „ქუჩის ბიჭები“ ზალიკო ბერგერთან აქტიურად თანამშრომლობს. ცნობილი ქართული ჯგუფი ხშირად იწვევს ბერგერს მათი საღამოების […]

სტამბულში “ქუჩის ბიჭების“ კონცერტი იგეგმება

"პირველად სტამბულში, ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" და ზალიკო ბერგერი გთავაზობთ გრანდიოზულ შოუ-პროგრამას ქართველი ემიგრანტებისათვის. კონცერტი გაიმართება იახტაზე, რომელიც გავა და მოივლის ბოსფორის სრუტეს. დაწვრილებითი იმფორმაციისათვის და ბილეთების დასაჯავშნად, დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე. ტელ : +905312284048“-წერს ხაჩიძე. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს "ქუჩის ბიჭები“ და ზალიკო ბერგერი ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტებს ხშირად მართავენ"

ზალიკო ბერგერი: “ბევრი ქართველი ვაჟკაცი ჩასულა უცხოეთში და თავშესაფრის მიღების მიზნით იქ მოუწერია ხელი მამაკაცთან“

დიზაინერი ზალიკო ბერგერი თვლის, რომ საქართველოში „ლგბტ“ პირების უფლებები არ ირღვევა. ამის შესახებ, მან „თბილისელებთან“ ისაუბრა.

ქართველმა მომღერლებმა მიუნხენში კონცერტი გამართეს

ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა და ტელეწამყვანმა ზალიკო ბერგერმა საკუთარი ძალები, კონცერტის წამყვანის ამპლუაში პირველად მოსინჯა. აჩიკო მეფარიძესთან და ზურა ხაჩიძესთან ერთად, ის გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქართველი ემიგრანტებისთვის კონცერტი ჩაატარეს.

“ზალიკოს ღამეს” ცნობილები ეხმაურებიან

სატელევიზიო სივრცეს ახალი გადაცემა "ზალიკოს ღამე" შეემატა. შოუს წამყვანი ზალიკო ბერგერი გახლავთ, რომელიც "კომედი არხიდან" ყოველ სამშაბათს 20:00-ზე მოგვესალმებათ ხოლმე. პირველი გადაცემის ხილვის პატივი უკვე გვქონდა და პირველი სტუმარიც ნინი ბადურაშვილი გახლდათ. სოციალურ ქსელში გადაცემას უკვე დადებითად აფასებენ.

რეკლამა