ყველაფერი ჯაზფესტივალების წლევანდელი სტუმრებისა და ბილეთების შესახებ

0
1644

დღეს, თბიოლისის ივენთ ჰოლში, „თიბისი სტატუსის“ წარმომადგენელმა, ნიკა ქურდიანმა და „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორმა, გიორგი კერესელიძემ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და სამი ჯაზფესტივალის არასრული ლაინაფის შესახებ ისაუბრეს. რამდენიმე არტისტთან მოლააპრაკება ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, ამიტომაც ინფორმაცია პერიოდულად განახლდება.

რაც შეეხება იმას, რაც უკვე ვიცით:

დავიწყოთ თბილისის ჯაზფესტივალით, რომელიც ამიერიდან შემოდგომის მაგივრად, გაზაფხულზე გადმოინაცვლებს და ჯაზის საერთაშორისო დღეს დაეთხვევა. 28-30 აპრილს თბილისს ეწვევიან ისეთი ჯგუფები, როგორებიცაა: Bad Plus, Naturally 7, Miles electric band feat. Ravi Coltrain.

წლევანდელი ჯაზფესტივალის ფარგლებში, აკაპელის სიმღერის ოსტატები, Naturally 7 , რომლებიც ბათუმის ჯაზფესტივალზე ნამყოფები არიან და ამჯერად თბილისს ესტუმრებიან, მუსიკით დაინტერესებული ადამიანებისთვის მასტერკლასს გამართავენ.

თბილისის რიგით 21-ე ჯაზფესტივალის ბილეთები საიტზე tkt.ge 26 მარტიდან იყიდება.

რაც შეეხება შავი ზღვის ჯაზფესტივალს – ის 19 ივლისს „ბლექ სი არენაზე“ გაიხსნება და შეიძლება ითქვას, რომ როკმუსიკის ლეგენდას უმასპინძლებს. ამ დღს მსმენელის წინაშე, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, რობერტ პლანტი წარდგება, „ლედ ზეპელინის“ ვოკალისტი საქართველოში საკუთარ ჯგუფთან ერთად ჩამოვა. წლევანდელი ბათუმის ჯაზფესტივალის დანარჩენი კონცერტები კვლავ ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გაიმართება. ლაინაფი კიდევ დაზუსტების პროცესშია, თუმცა უკვე დანიშნულია ტრომბონ შორთისა და რობერტ გლასპერის კონცერტები.

შავი ზღვისრიგით მეთორმეტე ჯაზფესტივალი „ჩენ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება. კონცერტზე დასასწრები ბილეთები tkt.ge-ს საშუალებით ორ ეტაპად 2 აპრილიდან გაიყიდება, ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება.

„Jazz and Wine Kakheti“ ლოპოტასა და წინანდალში, 21-28 სექტემბერს ჩატარდება. კონცერტების გარდა, სადაც მსოფლიში აღიარებული აჯზმუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას, სამდღიანი ფესტივალის მსვლელობისას ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება გაიმართება. ეს ფესტივალიც „ჩენ ინ ჯორჯიას“ ფარგლებშია“ დაგეგმილი. ბილეთების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.

და კიდევ ერთი სიურპრიზი ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს. ბრიტანული ელეტრქოდუო `The Chemical Brothers“ დიდი ბრიტანეთიდან, რომელმაც სახელი 1990-იანი წლებიდან გაითქვა და ელექტრონული მუსიკის პიონერად მიიჩნევა, პირველ სექტემბერს მსმენელის წინაშე რუსთავის საერტაშორისო მოტოპარკში წარდგება. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ს საშუალებით 21 აპრილიდან დაიწყება.

ნინო მურღულია

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here