,,ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაზე მეტად ხელოვანებს გაგვიჭირდა” – ლელა წურწუმია ,,არტ-Fm”-ში

0
762

13 მაისს რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემის ,,არტ-FM”-ის სტუმარმა ლელა წურწუმიამ თვითიზოლაციასა და იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც კარანტინმა შეუქმნა ქართულ შოუბიზნესს.

– ლელა, მართალია, კარანტინმა ყველას სერიოზული პრობლემები მოუტანა, მაგრამ განსაკუთრებით მაინც შოუბიზნესმა იზარალა…

– მართალია, შეზღუდვები რთული მისაღები აღმოჩნდა, მაგრამ გაგებით მოვეკიდე, რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ კეთდებოდა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მედიკოსებს და იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იზრუნა ჩვენზე და მართლაც გადაგვარჩინა, რადგან სხვა ქვეყნების ფონზე ჩვენ ყველაზე მსუბუქად დავაღწიეთ თავი ვირუსს. რა თქმა უნდა, ყველა რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ყველაზე მეტად ხელოვანებს გაგვიჭირდა, რადგან ჩვენი საქმიანობა სწორედ ხალხმრავლობასა და მასიურ შეკრებებზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, ზაფხულში ბათუმში შევძლებთ  საღამოების მოწყობას, სადაც ბევრად მეტი ღია სივრცეა და მსმენელიც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here