“ყველა მეკითხებოდა, რა გაცვიაო” – სოფო ნიჟარაძის შავი სექსუალური ლუქი

“ყველა მეკითხებოდა, რა გაცვიაო” – სოფო ნიჟარაძის შავი სექსუალური ლუქი

გერმანიაში, ჰამბურგში მუსიკალური კონკურსი Bama Music Awards ჩატარდა, სადაც ქართველი შემსრულებელი, სოფო ნიჟარაძეც იყო წარდგენილი. მან აიღო პრიზი საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის რუსა მორჩილაძის სიმღერით “მაპატიე. სოფო ჰამბურგში სტეფანესთან, როგორც ამ პროექტის პროდიუსერთან ერთად იმყოფებოდა. სოფო წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი ლუქებით წარდგა, მათ შორის, ოქროსფერი სარაფანა და შავი გულამოღებული გამჭირვალე კაბებით, რომლებიც, როგორც თავად წერს, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილს ეკუთვნოდა – “ყველა მეკითხებოდა, რა გაცვიაო. რა თქმა უნდა, დათუნა სულიკაშვილი”, დასძინა სოფომ.

ქართველმა მომღერალმა მუსიკალური კონკურსის დასკვნით საღამოზე სიმღერა შეასრულა. თავად გამოსვლით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, რადგან, როგორც მოგვიანებით, სოცქსელში ლაივჩართვაში თქვა, თავიდან მცირე ტექნიკური პრობლემა შეიქმნა, რომელიც შემდგომ ორგანიზატორებმა გამოასწორეს და ამის გამო ძალიან ინერვიულა.

სოფომ გერმანიაში რამდენიმე დღე გაატარა და სამახსოვრო ფოტოებიც გამოფინა, რომლებიც სტეფანესთან ერთად გადაიღო. მომღერალი უკვე საქართველოშია და “ბუდა ბარში” კონცერტისთვის ემზადება. ფოტოები

სიახლეები/

|

November 24, 2017 / 10:45 am

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სტეფანე: „ნინო და ილიკო სუხიშვილები, ზოგი „კოლეგისგან“ განსხვავებით, „ნაფტალინის აბაზანებში“ არ წვანან…“

სტეფანე მღებრიშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე „სუხიშვილების“ გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. მომღერლის თქმით, ნახა ინტერვიუ, რომელიც ნინო და ილიკო სუხიშვილებმა „ცეკვა ქართულთან“ დაკავშირებით მისცეს და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ გენიოსებმა გაზარდეს. სტეფანე წერს: „ილიკოს და ნინოს ინტერვიუს ვუსმინე – “განმარტებას”… და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმდენად გენიოსებმა გაზარდეს და ისე სწორად, რომ მეტი არ შეიძლება… ბევრი […]

„სუხიშვილების“ ცეკვის შესახებ კიდევ ერთი იუმორისტული ვიდეო გავრცელდა

სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე აქვეყნებს იუმორისტულ ვიდეოს, სადაც „სუხიშვილების“ „ცეკვა ქართულის“ შესახებ მოსაზრებებს გამოთქვამს. ვიდეოს „ფეისბუქზე“ უამრავი ნახვა და მოწონება ხვდა წილად. როგორც ბელა მაღლაფერიძე აღნიშნავს: „ისეთი საშინელება იყო, რომ დღემდე „აჩკები“ მიკეთია. ვიყავი, შვილო, კონცერტზე, მაგრამ „სუხიშვილები“ იყო? ილიკომ, უნდა განვავითაროთ ცეკვაო. განვითარება რად უნდა ცეკვასა და ქართულსა, განვითარება უნდა ეკონომიკასა და ქვეყანასა… გამოვიდა […]

რუსი გოგონები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ, თბილისს აკრიტიკებენ: „თბილისი, შენ მაინც სოფელი ხარ!..“

სოციალურ ქსელში ვრცელდება ელენე ინაურის პოსტი, სადაც ის ორი რუსი გოგონას შესახებ წერს. მისი თქმით, ისინი საქართველოში მუშაობენ, ტურისტები ჩამოჰყავთ, თუმცა ჩვენს ქვეყანას ვერ იტანენ და ამას სოცქსელში სხვადასხვა პოსტით ხშირად გამოხატავენ. ელენე აღნიშნავს: „გოგოები რომლებიც ცხოვრობენ თბილისში. ეწევიან ტურისტულ საქმიანობას, აქვთ კერძო ბიზნესი, პარალელურად ვერ იტანენ საქართველოს, ვერ იტანენ ქართველებს და არ აღიარებენ საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

სოფო ნიჟარაძე: 2018 წლისგან რადიკალურ ცვლილებებს ველოდები, მათ შორის, პირად ცხოვრებაშიც…“

სოფო ნიჟარაძეს სასტუმრო „ქისში“ შევხვდით ინტერვიუსთვის, სადაც ბოლოდროინდელ წარმატებებსა და საახალწლო ტრადიციებზე გვესაუბრა. სოფოსთვის 2017 წელი სასიამოვნო სიახლეებით იყო სავსე, 2018 წლისგან კიდევ უფრო მეტს ელოდება, როგორც მაქსიმალისტი, რომელიც არასდროს კმაყოფილდება არსებულით და მუდამ უფრო მეტი სურს. სოფო, საუბარი დავიწყოთ „დაფ ბამას“ კონკურსით, სადაც „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“ აიღე ჯილდო. „Daf Bama Music Awards“ არის ყოველწლიური […]

სოფო ნიჟარაძე უცხოური მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია „საუკეთესო ქართული პერფორმანსისთვის“

სოფო ნიჟარაძე „Daf Bama Music Awards“-ის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. უცხოური მუსიკალური კონკურსი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური სამყაროს წარმომადგენლებს მასპინძლობს და მათ შორის საუკეთესოებს გამოარჩევს, წელიწადში ერთხელ ჰამბურგში იმართება. დასკვნითი შოუ დღეს, 17 ნოემბერსაა დაგეგმილი. სოფო ნიჟარაძე უკვე გერმანიაშია, სადაც მას კონკურსის ორგანიზატორები ვარდებითა და ლიმუზინით დახვდნენ. დღეს სოფო გალაკონცერტის ერთ-ერთი მონაწილე იქნება და სიმღერას შეასრულებს. […]

სოფო ნიჟარაძის კონცერტი „ბუდა ბარში“ 25 ნოემბერს გაიმართება

სოფო ნიჟარაძის კონცერტი „ბუდა ბარში“ 25 ნოემბერს არის დაგეგმილი. საღამო 21:00 საათზე დაიწყება. სოფო თავისი რეპერტუარიდან ცნობილ სიმღერებს შეასრულებს. სოფო ნიჟარაძის შემოქმედებითი ცხოვრება 7 წლიდან იწყება, როდესაც ის ჯანსუღ კახიძემ შეამჩნია. 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ საქართველო “ევროვიზიის” საერთაშორისო სიმღერის კონკურსზე წარადინა. „ევროვიზიის“ კონკურსში, საქართველოს ყველაზე მაღალი ქულათა ჯამი მხოლოდ ამ წელს აქვს აღებული, რის შედეგადაც […]

ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძეს მიმართავს: „განსაკუთრებით გამიკვირდა შენი დაბლოკვის ამბავი…“

ნანუკა ჟორჟოლიანი სოფო ნიჟარაძეს მხარდაჭერას უცხადებს. როგორც იცით, მომღერალმა რამდენიმე დღის წინ მარინა ბერიძის რუბრიკაში ისაუბრა, თუ როგორ გაუკვირდა, როდესაც მიუზიკლებისადმი მიძღვნილ თბილისობის კონცერტში მონაწილეობა არ შესთავაზეს. ნანუკა ჟორჟოლიანმა ამ თემასთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა: „Sofia Nizharadze – განსაკუთრებით გამიკვირდა შენი დაბლოკვის ამბავი, როცა გავიგე, რომ რეჟისორი დოია. იმედია, შენ მაინც გითხრა შენმა უახლოესმა მეგობარმა, ვინ […]

„ოქროს ტალღა“ „იქს ფაქტორს“, როგორც საუკეთესო ტელეპროექტს – სანდრო კურცხალიძე პროექტის გამარჯვებულია!..

სამთვიანი მუსიკალური მარათონი ახალბედა შემსრულებლებისა და ცნობილი მენტორების მონაწილეობით დასრულდა. 3 ივლისს დაძაბული კონკურენციის პირობებში „იქს ფაქტორის“ გამარჯვებული გამოვლინდა – სანდრო კურცხალიძე, რომელმაც შესული 195 409 ხმიდან 57, 72% მიიღო. მისმა მენტორმა, სოფო ნიჟარაძემ, რომელსაც აღელვებისგან მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, დღეს დილას ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა: „დილა მშვიდობისა საქართველო, თუმცა ჩემთვის არც დაღამებულა, თავზე დამათენდა, […]

რეკლამა