წარმატებული ქართველი დიზაინერი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

წარმატებული ქართველი დიზაინერი, რომელსაც სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს

„სოლიდარობის ფონდი“ აქვეყნებს ვიდეოს, სადაც წარმატებული ქართველი დიზაინერი, მარიამ გვასალია ფონდის საქმიანობას მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მარიამი ჰყვება, თავად აქვს სიმსივნის დიაგნოზი და ამით ცხოვრება საკმაოდ რთულია, მით უმეტეს, თუკი ადამიანს შესაბამისი სახსრები არ გააჩნია…

მარიამ გვასალია:

რომ გავიგე, რომ ჩემი დიაგნოზი იყო სიმსივნე, არ ვიცი, რამდენად ადეკვატური რეაქცია მქონდა. მგონი, ვერც აღვიქვი კარგად, იმდენად მოულოდნელი იყო. ძალიან რთული პერიოდი უნდა გაიარო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოთმინებით და გაგებით მოეკიდო, პროცესი გაიწელება, არ იქნება მარტივი, იქნება დამღლელი და მტკივნეული. ყველაზე რთულია, როცა ამის გადატანა ბავშვებს უწევთ. ყველაზე დიდი ტრავმა მშობლებისთვისაა. ყველაზე მნიშვნელოვანი, სამწუხაროდ, არის ფინანსური მხარე. რაც უნდა ემოციურად მდგრადი იყო და კარგი ექიმების ხელში აღმოჩნდე, თუ ფინანსური მხარე არ იქნება გამართული, ფაქტობრივად, შეუძლებელია, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდე. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სოლიდარობა, რომ არც ერთი მშობელი არ ჩავარდეს გამოუვალ მდგომარეობაში. ყველას შეგვიძლია ვიყოთ ქველმოქმედები…

მარიამ გვასალია მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის მონაწილეა თბილისში, ახლახან კი მადრიდის მოდის კვირეულზეც გამოიტანა ახალი კოლექცია.

(ვიდეო)

სიახლეები/

|

July 17, 2019 / 4:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სალომე ჭაჭუა ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ქორეოგრაფად მიიწვიეს

საქართველოს სპორტული ცეკვების პროფესონალთა ეროვნული საბჭოს ცნობით, ქართველი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა ბეირუთის „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მიიღებს მონაწილეობას. ის იმუშავებს პროექტის ქორეოგრაფად და ასევე შოუშიც იცეკვებს. დღეს საქართველოში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი პროექტი იწყება. უცნობია, იქნება თუ არა მის მონაწილეთა სიაში სალომე წაჭუა. სავარაუდოდ, მოცეკვავე პროვე პროექტზე ერთდროულად მუშაობას ვერ მოახერხებს. (ფოტოები)

გიორგი გვარჯალაძე: „მადლობა ჩემს გულს, რომ ამ ყველაფერს გაუძლო და არ გასკდა…“

გიორგი გვარჯალაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მცირე ხნის წინ გარდაცვლილი ქალიშვილის, ლენოს ერთ-ერთი ნახატი და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ლენოს ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა ან მშობლებს სხვა გზით დაეხმარა. გთავაზობთ გიორგის პოსტს: „მადლობა თემურ უგულავას და Stamba Hotel-ს საგამოფენო სივრცისთვის, Kharadze Gigi-ს ნახატების სკანირებისთვის, Tamuna Devdariani-ს და კომპანია ბიარტი/BiArt-ს ბეჭდვისთვის და ზედ გადაყოლისთვის, […]

დათო ტურაშვილის სახელით ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფეიქნიუსი ვრცელდება

დათო ტურაშვილის შვილი, ანაკო სოციალურ ქსელში ავრცელებს სტატუსს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცნობილ მწერალს არ გამოუთქვამს ის აზრი, რომელიც ბოლო დღეებია, სხვადასხვა საიტის საშუალებით ვრცელდება ინტერნეტში. „გამარჯობა, ინტერნეტსივრცეში (კერძოდ, რაღაც ფეიქ ან გაურკვეველი წარმომავლობის გვერდებზე) ვრცელდება მამაჩემის – დათო ტურაშვილის განცხადება ფილმ – “და ჩვენ ვიცეკვეთ” – თან დაკავშირებით. გთხოვთ, […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა