ვოგი: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელი სამი შვილის დედაა!..“

ვოგი: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელი სამი შვილის დედაა!..“

Vogue.com სტატიას უძღვნის ქართველ მოდელს, თიკა მახარაძეს სათაურით: „ყველაზე მაგარი ქართველი მოდელის სამი შვილი და ბიჭური სტილი“.

როგორც „ვოგის“ საიტი წერს, თიკა მახარაძე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი იყო გასული მოდის კვირეულზე თბილისში. ცნობილი გამოცემისთვის საინტერესოა ქართველი მოდელის ხუჭუჭა თმა, ბიჭურად აჭრილი ვარცხნილობა და ჩაცმულობა, რომელიც უამრავ ფოტოგრაფს იზიდავს. ამ სეზონზე ის გოლა დამიანის, გიორგი ქებურიას, გვანცა ჯანაშიასა და ტატუნა ნიკოლაიშვილის ჩვენებებზე გამოვიდა. მას მოდელის კარიერის პარალელურად, კიდევ ერთი სრული დღის სამუშაო აქვს, სამი შვილის დედაა. 28 წლის მახარაძე 19 წლის ასაკში გათხოვდა, 20 წლისას კი პირველი შვილი ალექსანდრა შეეძინა, შემდეგ კი რტყუპი, სანდრო და ნიკო ეყოლა. „როცა ალექსანდრა 20 წლის გახდება, მე მაშინ 40 წელი შემისრულდება და ჩვენ მეგობრები ვიქნებით“, აღნიშნა მოდელმა „ვოგთან“ საუბრისას და დასძინა, რომ შვილისთვის უფრო და იქნება, ვიდრე დედა.

 

როგორც „ვოგი“ აღნიშნავს, საქართველოში, დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, მახარაძისნაირ ახალგაზრდა დედებს არცთუ იშვიათად შეხვდებით.

რაც შეეხება სამოდელი კარიერას, ის პირველად გოლა დამიანმა შეამჩნია, რომელმაც მას დაურეკა და უთხრა: „თიკა, შენ გამოხვალ ჩემს ჩვენებაზე და დადებითის გარდა, სხვა პასუხს არ მივიღებ“. შემდეგ კიდევ ერთმა დიზაინერმა დარეკა და თქვა, „მე თიკა მინდა“. ამის შემდგომ თიკას სამყარო შეიცვალა. „ვოგი“ ასევე დასძენს, რომ თიკას სამივე შვილი მის ძალიან მაგარი გარეგნობას იმეორებს. ფოტოები

 

სიახლეები/

|

November 6, 2017 / 5:03 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ანუკი არეშიძე რუსულ „ვოგს“: „ინგლისურად დაგელაპარაკებით, რადგან რუსულად კარგად ვერ ვსაუბრობ…“

რუსულმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანუკი არეშიძე საუბრობს იმის შესახებ, რა დევს მის ჩანთაში. როგორც ანუკი აღნიშნავს, რუსულად კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ ინგლისურად ურჩევნია ინტერვიუს მიცემა. „როცა გარეთ დავდივარ, ჩემი ტელეფონები მიმაქვს, ერთი არის სამუშაოსთვის, ერთი იმეილებისთვის, ერთი ოჯახისა და ფოტოებისთვის, კიდევ ერთი კი მეგობრებისთვის. ეს ჩემი ფოტოკამერაა, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და სულ თან […]

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის შესახებ: „გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ!..“

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის, ნინის მხარდასაჭერად პოსტს ავრცელებს. მოდელი ულოცავს საქართველოს ახალ მისს და აღნიშნავს, რომ აქამდე გააზრებული არავის ჰქონია, „მის საქართველო“ ლამაზიც უნდა იყოს და განათლებულიც და სწორედ ასეთია ნინი გოგიჩაიშვილი. ნანუკა წერს: „ვულოცავ საქართველოს ახალ მისს , ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას რა თანმხლები ეტაპები მოჰყვება, ასე რომ, გინდოდათ […]

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი კვლავ განხილვის თემა გახდა – „20 წლის ხარ!..“

ნანუკა ჟორჟოლიანის სამოსი, რომელიც „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში ეცვა, კვლავ განხილვის საგანი გახდა. სოციალურ ქსელებში დილიდან აზიარებენ მის ფოტოს, სადაც თეთრი ზედა და შარვალი აცვია და მუცელი უჩანს. ზოგს მოსწონს ტელეწამყვანის დაკლებული კილოგრამები და სითამამე, ზოგს – ნაკლებად და აღნიშნავენ, რომ ტელეწამყვანი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ ასე ჩაიცვას. შეგახსენებთ, მისი სამოსი დათუნა სულიკაშვილის ნამუშევარია. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

“არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა! ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად” – ნოდიკო ტატიშვილი

სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლიში დაგეგმილი ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ვინაიდან მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა. მოგვიანებით ნოდიკო ტატიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო. “მეგობრებო! არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა! ერთი ჟურნალისტის გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებულ სტატიას ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც ეხებოდა ჩემს, სალომე ბაკურაძისა და თიკა […]

თიკა მახალდიანი ქმართან ერთად გადაცემაში ხალათით მივიდა

მომღერალი თიკა მახალდიანი გათხოვების შემდეგ ინტერნეტსაიტებისა და ყვითელი პრესის პირველი გვერდებიდან არ ჩამოსულა. მიზეზი მისი მეუღლის, ბიზნესმენ თემო პირველაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო გახდა, რომელიც საძინებელში იყო გადაღებული, თიკა და თემო ხალათებში იყვნენ გამოწყობილები და საწოლზე წამოკოტრიალებულები.

ახალდაქორწინებული თიკა მახალდიანის პირველი კომენტარი საძინებელში გადაღებულ ფოტოზე

ორიოდე დღის წინ თიკა მახალდიანი და თემო პირველაშვილი დაქორწინდნენ. ქორწილის მეორე დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა წყვილის საძინებელში გადაღებული სურათი, რომელიც მისმა მეუღლემ გამოაქვეყნა.

ფოტო ახალდაქორწინებული თიკა მახალდიანის საძინებლიდან

"ჯეოსტარის“ მონაწილე, მომღერალი თიკა მახალდიანი გაბედნიერდა. მან შოუბიზნესის წევრებისა და ახლობლების გარემოცვაში რჩეულზე, თემო პირველაშვილზე იქორწინა. აშკარაა, რომ თიკა ძალიან ბედნიერია და ამას სოციალურ ქსელშიც გამოხატავს. მისმა მეუღლემ დადო ფოტო საძინებლიდან, ქორწილის მეორე დილას და სალომე ბაკურაძის მეუღლეს, ლაშა ბასლანძესაც მიუხმო, როგორც შემდეგ აღმოჩნდა… დასალევად. "ვინც არ მოვიდეს ჩემთან…“, წერს თემო.

თიკა მახალდიანი გათხოვდა – ექსკლუზიური ფოტოები ქორწილიდან

თიკა მახალდიანი გათხოვდა. მომღერლისა და მისი რჩეულის თემო პირველაშვილის ქორწილი 24 იანვარს იყო დაგეგმილი და სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს.

რეკლამა