ვნებათაღელვა 31 დეკემბრის საახალწლო გალაკონცერტის გარშემო – „მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე…“

ვნებათაღელვა 31 დეკემბრის საახალწლო გალაკონცერტის გარშემო – „მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე…“

საახალწლოდ თბილისის მერიის მიერ მოწყობილი კონცერტი, რომელიც „პირველი არხის“ ღია ეთერში გადაიცემოდა, ისევ გახდა კრიტიკის საბაბი. გადაწყვეტილებამ იმასთან დაკავშირებით, რომ  ქართველ მომღერლებსა თუ ჯგუფებს ახლად დაწერილი საახალწლო სიმღერები უნდა შეესრულებინათ, საზოგადოეობის ნაწილს თავიდანვე არ მოეწონა. კონცერტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, მიშა მდინარაძემ „ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ დიდი ხანია, საახალწლო სიმღერები არ შექმნილა და ამ მხრივ რეპერტუარის გამდიდრება არ იყო ცუდი იდეა.

კონცერტზე უამრავი ქართველი შემსრულებელი ვიხილეთ, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ქართველი კომპოზიტორების ახალი ნამუშევრებით. საზოგადოების ნაწილს კონცერტი მოეწონა, ნაწილს – არა.


კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა, რომლის ტყუპი ბიჭები, დათუნა და ზუკაც მონაწილეობდნენ საახალწლო გალაკონცერტში და დედის მიერ დაწერილ ახალ სიმღერას ასრულებდნენ, სოცქსელში გამოთქვა თავისი მოსაზრება და აღნიშნა, რომ კარგი გამოსავალი იქნებოდა, მომღერლები ერთად გამოსულიყვნენ გახმოვანების პრობლემის წინააღმდეგ. მაიკომ დაწერა:

„როგორ შეიძლება, რომ შევიკრიბოთ, მოვილაპარაკოთ და მერე სათანადო სტრუქტურას დაველაპარაკოთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოგვიგვარონ ღია ცის ქვეშ გახმოვანების (და არა მარტო ღია ცის ქვეშ) პრობლემა და ეთერში რაც შედის, ეგეც, რა თქმა უნდა. ასე მართლა აღარ შეიძლება, ხალხი მომღერლებს ლანძღავს და ვერც კი ხვდებიან, რომ მომღერალი ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე ამ გაუგებრობასა და არაპროფესიონალიზმში…. ტყუპებმა მითხრეს, ვარაუდით ვიმღერეთო და ვისაც ვარაუდიც არ აქვს, იმათ რა ქნან? მოკლედ, ეს მართლა მოქმედებს თითოეული ჩვენგანის პრესტიჟზე და ამას ისევ ჩვენ თუ არ ვუშველეთ, სხვას „კიდია“, ყველა დამნაშავის ცოდვა ძალაუნებურად თქვენ გედებათ კისერზე, მომღერლებო!!! იქნებ, ვინმე აქტიურმა ადამიანმა აიღოს თავზე და მიტინგი მაინც მოვაწყოთ ამ თემასთან დაკავშირებით?“

ქრისტინე იმედაძემ ასევე მიუძღვნა სტატუსი ზემოხსენებულ საკითხს:


„მე
ვისურვებდი, რომ 2017-ში „ქართულ ესტრადას“ გამოუჩნდეს პატრონი და ვინმეს მოაფიქრდეს, რომ ეს ადამიანები (მომღერლები ) იმსახურებენ ერთ პროფესიონალურად გამართულ გუნდს , რომელსაც ცოცხალი შესრულების გაჟღერება შეუძლია!!!!! მომღერალს სცენაზე უნდა ესმოდეს თავისი ხმა ყურში!!!

ძალიან კარგია უცხოელი ვარსკვლავები! მადლობა! მაგრამ იმ დახარჯული მილიონებიდან რამე ხურდა მოიტოვეთ და გაუშვით სასწავლებლად ვინმე, ხმის რეჟისორები აღირსეთ ამ სფეროს!

თამთა ჭელიძემ ასევე ვრცელი კომენტარი განათავსა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე. მომღერლის მოსაზრებით, არ არის აუცილებელი, ყინვაში ღია ცის ქვეშ კონცერტების გამართვა მაშინ, როცა ხმის კარგად დაყენება ვერ ხერხდება. შემსრულებელი აღნიშნავს, რომ ამ სტატუსს იმის გამო არ წერს, რომ თავად არ მღეროდა კონცერტზე.

თამთა ჭელიძე:

„რომ არ დამეწერა, ალბათ, გული გამისკდებოდა! მეგობრებო, როდის უნდა დამთავრდეს ეს უნამუსობა, ასეთი არაპროფესიონალიზმის ზეიმი, ეს უმიზნოდ და უნაყოფოდ ფულის გადაყრა, მომღერლების უმიზეზოდ ლანძღვა იმიტომ, რომ ორგანიზატორები ვერ აკეთებენ თავის გასაკეთებელს!.

ვინ ხართ თქვენ მანდ, რომ აძლევთ თავს უფლებას, ასეთი კონცერტები გადმოსცეთ 31 დეკემბრის ღამეს პირდაპირ ეთერში!!! რატომ გადაწყვიტეთ, რომ შეგიძლიათ ცოცხალი ორკესტრისა და ბენდის გახმოვანება ყინვაში და ვარსკვლავების ასე წარმოჩენა!. იმის მაგივრად, რომ მისცეთ საშუალება ამდენ ნიჭიერ ადამიანს, წარმოაჩინოს თავისი ნიჭი…

ან ვინ გითხრათ, რომ აუცილებლად ქუჩაში უნდა იყოს კონცერტი, ტოცა ყველა ნორმალურ ქვეყანაში იწერენა ცოცხალი კონცერტი რომელიმე დარბაზში და გადის 31-ში ღამე. და ეს კონცერტი უნდა იყოს ნამდვილი ზეიმი, მეგობრებო!.

შეუშვით პროფესიონალები მერიაში, ან არ ვიცი, სადაც საჭიროა და გააკეთებინეთ საქმე და არა მაყუთი! კმარა!..“

მიშა მდინარაძეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. კონცერტის მეორე დღეს მან „ფეისბუქზე“ შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა:

„მიუხედავად იმისა, რომ სტალინგრადის ბრძოლა გადავიტანეთ და სანგრების თხრა დავიწყეთ სცენასთან, რომ მუსიკოსები არ ემსხვერპლა ამ გაუთავებელ აფეთქებებს, კონცერტი მაინც ჩატარდა 🙂 გმადლობთ ყველა მუსიკოსს, ტექნიკურ პერსონალს და მსმენელს (ვინც პიროტექნიკით არ იყო დაკავებული), რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოვიდა კონცერტის მოსასმენად. ძალიან რთულია ასეთ სიცივეში დაკვრა და სიმღერა, თუმცა იმათ გასაგონად ვამბობ, ვინც ასე მისტირის ფონოგრამაზე პირის დაღებას და ამ მკვდრადშობილი, მანკიერი ტრადიციის გაცოცხლებაზე ოცნებობს, ყველაზე ცუდად შესრულებული ცოცხალი კონცერტი მირჩევნია სტუდიაში ათასჯერ ჩაწერილ, მერე გასწორებულ-გაპატიოსნებულ, მუმიფიცირებულ სიმღერებს და ასე ჩატარებულ ვითომ კონცერტს!!! გილოცავთ ახალ წელს!“

სიახლეები/

|

January 3, 2017 / 2:36 pm

TOP სიახლეები

მარიამ ვაშაძის ულამაზესი ნაძვის ხე (ფოტო)

მარიამ ვაშაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ულამაზესად მორთული ნაძვის ხეა გადაღებული. ნაძვის ხე მისაღებ ოთახში დგას და კარგად ეხამება კრემისფერსა და ოქროსფერს, რომლებიც სახლის მთავარი ფერები გახლავთ. ბინის დიზაინზე ტელეწამყვანის მეუღლემ, ვანო ბენიძემ იზრუნა, მარიამმა კი სულ ბოლოს შეაფასა. სხვათა შორის, რადიო „ფორტუნა“ გადაცემით „33 კითხვა ფორტუნასგან“, მარიამს მცირე ხნის წინ ესტუმრა შინ. […]

ოთო ფოლადაშვილი: „ირინკას არ ვაძლევ საშუალებას, რომ რამე არ გამოუვიდეს, ვაწამებ და ვაწვალებ!..“

ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ამ სეზონზე. წინ პროექტის ნახევარფინალი და ფინალია. ირინკა და ოთო ყველა ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას და შემდეგ ორშაბათსაც შეეცდებიან, ორიგინალური ილეთებით გააკვირვონ საზოგადოება. კაფე „ორანჟერეას“ ეზოში, რომელიც ულამაზესად არის მორთული საახალწლოდ, წყვილმა სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ… ერთ-ერთი ფავორიტი წყვილის ნომერსაც შეგახსენებთ: 0903300330. ირინკა, ოთო […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ქრისტინე იმედაძე საცურაო კოსტიუმში შესანიშნავად გამოიყურება (ფოტოები)

ქრისტინე იმედაძემ თავისი ბრენდისთვის საცურაო კოსტიუმები შექმნა, რომელსაც მომღერალი და დიზაინერი თავადვე უკეთებს რეკლამას. ბრენდის გვერდზე ახლახან განთავსდა ფოტოები, სადაც ქრისტინე საცურაო კოსტიუმებში პოზირებს და დაგვეთანხმებით, რომ შესანიშნავად გამოიყურება. დიდი ხანი არ არის, რაც ქრისტინემ საკუთარი ბრენდი დააარსა და არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ ბავშვებისთვისაც ქმნის სამოსს. (ფოტოები)  

ქრისტინე იმედაძეს დემნა გვასალიამ იდეა მოპარა?! – „ესეც ჯერ ჩვენი იყო…“

ქრისტინე იმედაძემ მცირე ხანია, რაც საკუთარი სამოსის ბრენდი „სამი“ შექმნა. ის კოლექციებს აკეთებს როგორც ქალებისთვის, ასევე პატარა გოგონებისთვისაც. ქრისტინე ხშირად აქვეყნებს ახალ ფოტოსესიებს, სადაც მისი ნამუშევრებია გამოსახული. მომღერალმა ახალხან გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი, სადაც გადაღებულია მისი ვარდისფერი და შავი როლინგები, რომლებიც ქრისტინეს ერთ-ერთ კოლექციაში შედის, და ასევე, იმავე ფაქტურისა და ფერის როლინგები, რომლებიც მამაკაცების კოლექციაში „ბალენსიაგას“ აქვს. […]

მაიკო კაჭკაჭიშვილი: „რამხელა ბედნიერება ყოფილა, რომ ნელ-ნელა საკუთარი თავი გიყვარდება…“

მაიკო კაჭკაჭიშვილს კლუბში  „10/11“ შევხვდით. კომპოზიტორმა გარკვეული პერიოდის წინ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ექიმების მიერ მიცემული ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით გაითვალისწინა და არაჩვეულებრივი შედეგიც მიიღო, დღეს 64 კილო აქვს დაკლებული და შესანიშნავად გამოიყურება. მაიკოს ვკითხეთ, როგორ ეგუება ახალ ცხოვრებას… მაიკო, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა, ცვლილების შემდეგ? ახლა არის ქაოსი. მართლა ბევრი ცვლილება მოხდა. […]

მაიკო კაჭკაჭიშვილი წონაში კლების შემდეგ ქუჩაში კომპლიმენტებს იღებს – „როგორ მიხარია, ვერ აგიხსნით…”

კომპოზიტორმა და მომღერალმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა მცირე ხნის წინ კუჭის დაპატარეავების ოპერაცია გაიკეთა და შემდეგ თვეებში თავის ძველ წონას გამოემშვიდობება. მაიკო ოპერაციის გაკეთებამდე სპეციალურ დიეტაზე იყო, შესაბამისად, უკვე ოპერაციამდეც ჰქონდა დაკლებული, ხოლო შემდეგ ყოველდღიურად კიდევ უფრო კარგად გამოიყურება. შედეგებით თავადაც ძალიან კმაყოფილია. სოციალურ ქსელში ოპერაციამდე და შემდგომ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს: „როგორი ბედნიერი ვარ და […]

მაიკო კაჭკაჭიშვილი ჭარბწონიან ადამიანებს მიმართავს – „მოიშორეთ ეს ჭირი!..“

კომპოზიტორი და შემსრულებელი, მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც ახლახან კუჭირ დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, უკვე შესამჩნევად არის გამხდარი. ოპერაციამდე მან სპეციალური დიეტა დაიცვა, ახლა კი ეტაპობრივად ზედმეტ კილოგრამებს რამდენიმე თვის განმავლობაში დაიკლებს, თუმცა შედეგი უკვე ძალიან კარგია. მაიკო აქვეყნებს თავის ადრინდელ და ახლანდელ ფოტოს და ყველა ჭარბწონიან ადამიანს მიმართავს, ყველაფერი გააკეთონ ზედმეტი კილოგრამების დასაკლებად. „მოგმართავთ ყველას, ვისაც ზედმეტი […]

რეკლამა