ვისზე იქორწინა ქრისტინა იმედაძის ყოფილმა ქმარმა

0
7985

ქრისტინე იმედაძის ყოფილმა ქმარმა, ლაშა ჯაკობიამ ცოლი მოიყვანა. მისი მეუღლე ქეთი ციმაკურიძე გახლავთ, ქეთი თბილისში ერთ-ერთ პოპულარულ გოგოდ ითვლება, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ისევე როგორც ლაშა, წარსულში ქეთიც იყო დაქორწინებული.

ქეთი მსახიობია, გადაღებულია გიგა აგლაძის ფილმში “გოგონა სლაიდიდან”. რაც შეეხება ლაშა ჯაკობიას და ქრისტინე იმედაძის ოჯახს, მათ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს და დაოჯახება მოკრძალებულად აღნიშნეს. წყვილს საერთო ქალიშვილი ტაისია ჰყავს, რომელიც ძალიან ჰგავს მამას. ქრისტინეს და ლაშას ქორწინება მხოლოდ წელიწადნახევარი გაგრძელდა. რა გახდა მათი დაშორების მიზეზი უცნობია. ამაზე არცერთი არ საუბრობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here