ვისი აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი რუსკა ხვედელიძისთვის?

0
3525

“hello თბილისის” ქერა ლამაზმანის, რუსკა ხვედელიძის გარშემო ჭორები და მითქმა-მოთქმა არ წყდება. შესაბამისად ყველას აინტერესებს მისი გული დაკავებულია თუ არა. ამ ყველაფერზე წამყვანმა ჟურნალ “თბილისელებთან“ ისაუბრა.

“პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ მიყვარს, თუმცა გეტყვით, რომ ამ ეტაპზე სიმშვიდეა და შეყვარებული არ ვარ. მყავს 7 წლის შვილი – ილია და ის ყველაზე მეტად კრიტიკულია ჩემს მიმართ. კორექტივები შეაქვს ჩემს ჩაცმულობაში. ის ნომერ პირველი მამაკაცია, რომლის აზრიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. ძალიან მზრუნველია, ყავაც მოაქვს საწოლში, დილით ჩახუტებით “მესხმის“ თავს და მაღვიძებს. ჩემს ცხოვრებაში, რომ გამოჩნდეს მამაკაცი, პირველი ილია შეიტყობს და იმედია გამიგებს.  ბავშვობიდან ზედმეტი ურთიერთობები არ მიყვარს და ამ ზღვარს ბავშვთანაც ვიცავ.  სახლის საქმეებიც მეხერხება  და კერძების მომზადებაც. მგონი კარგი სარძლო ვარ. (იცინის) სხვათაშორის, როცა მიყვარს, რეალობას არ ვივიწყებ და მიკვირს, რომ ამბობენ ღრუბლებში დავფრინავო. ნაზები და წყნარები, რომ ხდებიან ასეთი შეყვარებული არ ვარ. თუმცა არც ტვინის მბურღავი ვარ და არც ეჭვიანი. ასეთი რამეები ცოტა მეზედმეტება“ – აცხადებს რუსკა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here