ვის მიუძღვნა სტეფანემ სიმღერა „დამიბრუნდი“ (ვიდეო)

0
2463

სტეფანე მღებრიშვილმა თავისი ძველი სიმღერის – „დამიბრუნდი“ ახალი ვერსია შემოგვთავაზა და მასზე ფერადი კლიპი გადაიღო, სადაც ულამაზესი ქართველი წყვილი მონაწილეობს. კლიპის პრემიერა „ნანუკას შოუში“ შედგა და ინტერნეტშიც აიტვირთა. ის უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა ნახა.

სტეფანე წერს:

„მეგობრებო, კიდევ ერთი სიმღერა უნდა წარმოგიდგინოთ…. ძველი სიმღერა- საკუთარი თავის ქავერი გავეკეთე, როგორც ადრე გითხარით…

ჩვენი თაობის ადამინებს კი გაახსენდებათ ალბათ, მაგრამ ისინი ვინც კლიპში მონაწილეობენ, მაშინ დაიბადნენ, როცა ამ სიმღერის ორიგინალი ჩავწერე :)… ხო და იმ თაობას მივუძღვენი, რომლის იმედიც ჩვენ გვაქვს… 🙂 ამიტომ კადრი არ გავაფუჭე და საერთოდ არ ვმონაწილეობ, საკუთარი დაჟინებული (მო)თხოვნით… 🙂 თუ არა ეს ადამიანები, არაფერი გამომივიდოდა… ამიტომ – დიდი მადლობა #blobar სუპერ თანადგომისთვის და კომპანიას #სარაჯიშვილი მხარდაჭერისთვის. #lookmodels დიდი მადლობა! და ასევე #bravorecords ხარისხიანი ჩაწერისთვის!

დიდი მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც ბოლომდე მედგნენ, რადგან პირდაპირ გადაღებიდან მივფრინავდი და წარმოუდგენელი შრომა ჩადეს! თიკო სადუნიშვილი, გოლა, სოფო კუჭავა, მარი გოშხეთელიანი – Make up, და თაკოს!! (გვარს შეგნებულად არ ვასახელებ))

წარმოგიდგენთ მუსიკოსებს:

ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი, ლევან დეისაძე – ბასი, უჩა მეტრეველი – გიტარა, პაატა ანდრიაძე – კლავიში. მასტერინგი და ბექვოკალი – ალეკო ბერძენიშვილი, სპეციალური მადლობა – პეკეს! ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მთელი ცხოვრების მეგობარს, რომელმაც „დიდხანს გელოდი“ გადაიღო, რეჟისორს, ჩემს სიყვარულს – ნესტან სინჯიკაშვილს! <3 <3 <3 მადლობელი ვიქნები ძალიან თუ მოგეწონებათ! <3 <3 P.S: ხომ ხედავთ, ერთ პატარა კლიპზე რამდენი ადამიანი მუშაობს…“ აღსანიშნავია, რომ 22 აპრილს მომღერალი „სფეისჰოლში“ კონცერტს გამართავს. კონცერტის ივენთი უკვე შექმნილია და ბილეთების შეძენაც შეგიძლიათ. https://www.youtube.com/watch?v=0s1do-xk3Ek

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here