ვის და რატომ უხდის მადლობას ლაშა შევარდნაძე?

0
2303

ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, ლაშა შევარდნაძე ბოლო დროს აქტიური სპორტით დაკავდა. ის სისტემატიურად დარბის და ვარჯიშობს. გუშინ კი ბავშვობა გაიხსენა და რაგბის შვიდკაცა ნაკრებთან ერთად ითამაშა.

“დღეს მქონდა დიდი ბედნიერება და პატივი, მევარჯიშა საქართველოს ეროვნულ შვიდკაცა რაგბის ნაკრებთან ერთად.

წარსულში, როგორც შვიდკაცა რაგბის მოთამაშემ და დღეს მოყვარულმა, გამოვიწვიე ჩემი თავი, რომ ნაკრებთან ერთად ვარჯიშში ფიზიკურად თავიდან ბოლომდე გამეძლო და ეს ამოცანა წარმატებით შევასრულე.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ეროვნული შვიდკაცა რაგბის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს – ლეგენდარულ მორაგბეებს: კახა ალანიას და პალიკო ჯიმშელაძეს, რომ მომცეს საშუალება ჩემი ეს ოცნება ამესრულებინა.

ასევე დიდი მადლობა ჩემს ფიზმომზადების მწვრთნელს და მეგობარს, ივიკო ერგემლიძეს, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში ფიზიკურად მომამზადა. Iviko Ergemlidze

ასევე დიდი მადლობა ჩემს მეგობარს გიორგი კუჭუხიძეს და Power House-ის სრულ შემადგენლობას, ვინც მეხმარებოდენ ამ მიზნის შესრულებაში. Giorgi Kuchukhidze

შვიდკაცა რაგბს კი ვუსურვებ განვითარებას და არანაკლებ წარმატებას, ვიდრე ყველასათვის ცნობილ თხუთმეტკაცა რაგბს. დარწმუნებული ვარ, შვიდკაცა ნაკრები იქნება პირველი ქართული გუნდური ნაკრები, რომელიც ოლიმპიადაზე მოხვდება.

რაც შემეხება მე, 31 წლის ასაკში ცუდ ფორმაში ნამდვილად არ ვყოფილვარ და ერთ შეკრებაზე კიდევ შევუერთდები 🙂I had the pleasure of training with the georgia rugby national sevens team today Tony Fawdray” – წერს შევარდნაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here